სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.

ფასის ყველაზე მკვეთრი, 14%-იანი მატება ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა. მას მოჰყვება საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფი 8.3%-იანი მატებით. ყოველდღიური მოხმარების სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა საშუალოდ 4.9%-ით აიწია, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ზრდამ 4.7% შეადგინა.

მომხმარებლებისთვის საგრძნობლად მოიმატა ფასებმა ყოველდღიურ პროდუქტებსა და მომსახურებაზეც. იმ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ცვლილება ყველაზე თვალსაჩინო აღმოჩნდა, ასეთია:

  • წიწაკა: +58%;
  • საზამთრო: +56%;
  • გაზეთი: +41%;
  • დიზელის საწვავი: 36%;
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი: 35%;
  • მსხალი: 35%;
  • კიტრი: +35%;
  • ხახვი: +30%;
  • ბენზინი – 23%.

მიუხედავად საერთო ინფლაციური ფონისა, სტატისტიკაში არის ისეთი მიმართულებებიც, სადაც ფასების კლება დაფიქსირდა:

  • ნიორი: -31.6%;
  • მანდარინი: -31%;
  • ინტერნეტის გადასახდელი: -22%;
  • ფორთოხალი: -21%;
  • ლიმონი: -21%;
  • კარტოფილი: -18%;
  • კივი: -18% ;
  • ტელევიზორი: -17%;
  • მაცივარი: -17.11%;
  • სარეცხი მანქანა: -15%