პოლონეთი: საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში დარეგისტრირებული ერთსქესიანთა ქორწინებების აღიარება უარყო

spot_imgspot_img

პოლონეთის უმაღლესმა სასამართლომ — საკონსტიტუციო ტრიბუნალმა — სამშაბათს გააუქმა კანონი, რომელიც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში დაქორწინებული და მოგვიანებით პოლონეთში გადასახლებული ერთსქესიანი მეუღლეების სამართლებრივ აღიარებას ითვალისწინებდა.

ვარშავის მთავრობა ცდილობდა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას მორგებოდა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უმრავლესად კათოლიკურმა პოლონეთმა, რომელიც ქვეყნის შიგნით ერთსქესიანთა ქორწინებას არ უშვებს, მინიმუმ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ასეთი ქორწინებები უნდა აღიაროს.

ერთხმად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა პოლონეთის უმაღლეს სასამართლოსა და ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოს შორის ძალაუფლებრივი დაპირისპირება გამოიწვიოს.

რა დაადგინა პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა?

სასამართლომ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული, საბოლოოა და ევროკავშირის ქვეყნებში გაფორმებული ერთსქესიანთა ქორწინებები პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში ვერ აისახება, როგორც ეს მანამდე იგეგმებოდა.

სასამართლოს განცხადებით, გეგმები, რომლებიც ითვალისწინებდა „საზღვარგარეთ გაფორმებულ ისეთ კავშირებთან დაკავშირებული დამოწმებული ასლების მომზადებასა და გაცემას, რომლებიც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს არ წარმოადგენს“, ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის კონსტიტუციის 92-ე მუხლის პირველ პუნქტს, 18-ე მუხლთან ერთობლიობაში.

კონსტიტუციის 18-ე მუხლში ნათქვამია:

„ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ასევე ოჯახი, დედობა და მშობლობა, პოლონეთის რესპუბლიკის დაცვისა და ზრუნვის ქვეშ იმყოფება.“

სხვა სიტყვებით, ეს მუხლი ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრავს და ამ საკითხს პოლონეთის იურისდიქციას მიაკუთვნებს.

კონსტიტუციის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, შესაბამისი რეგულაციები უნდა მიიღონ „კონსტიტუციით განსაზღვრულმა ორგანოებმა“.

სასამართლოს მოკლე განცხადებაში გადაწყვეტილების მოტივაცია დეტალურად არ განუმარტავს, თუმცა მისი შინაარსიდან ჩანს, რომ მოსამართლეებმა ევროკავშირის სასამართლოს მოთხოვნა პოლონეთის უფლებამოსილებაში ჩარევად მიიჩნიეს — თავად განსაზღვროს ოჯახისა და ქორწინების პოლიტიკა.

რაზე შეთანხმდნენ მანამდე, როდის და რატომ?

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2025 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება პოლონეთს არ ავალდებულებდა, ერთსქესიანთა ქორწინება დაეკანონებინა ან ერთსქესიანი მეუღლეები ქვეყნის შიდა კანონმდებლობით სრულფასოვან ცოლ-ქმრად ეღიარებინა.

თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ თუ ერთსქესიანი წყვილი ევროკავშირის სხვა ქვეყანაში კანონიერად დაქორწინდა და შემდეგ თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებით ისარგებლა და სხვა წევრ სახელმწიფოში, მაგალითად პოლონეთში, გადავიდა, მათი ოჯახური მდგომარეობა სამოქალაქო რეესტრში უნდა ასახულიყო — იმ შემთხვევაში, თუ ეს ქორწინებასთან დაკავშირებული უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა იყო.

საქმე ორმა მამაკაცმა წამოიწყო — პოლონეთის მოქალაქემ და გერმანიისა და პოლონეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა. ისინი 2018 წელს, გერმანიაში ცხოვრების პერიოდში, კანონიერად დაქორწინდნენ, ხოლო მომდევნო წელს პოლონეთში გადავიდნენ.

პოლონეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მარტში დაადგინა, რომ ასეთი აღიარება „ეროვნულ იდენტობას არ არღვევს“ და არც პოლონეთის უფლებამოსილებას ზღუდავს, თავად განსაზღვროს ოჯახისა და ქორწინების კანონები.

ამის შემდეგ პოლონეთის მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები მაისში დაამტკიცა და მათი ამოქმედება აგვისტოს ბოლოს იგეგმებოდა.

თუმცა მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ „სამართალი და სამართლიანობა“ — PiS-მა — გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ტრიბუნალში გაასაჩივრა და, როგორც გაირკვა, წარმატებითაც.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოებს შორის დაპირისპირება წარსულშიც არაერთხელ მომხდარა. ერთ-ერთი მთავარი დავა PiS-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოში ახალი მოსამართლეების სადავო დანიშვნას უკავშირდებოდა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ბოლოს გასული წლის დეკემბერში გააკრიტიკა.

პოლონეთი, სადაც აღწერის მონაცემებით მოსახლეობის დაახლოებით 70% თავს რომის კათოლიკედ მიიჩნევს, ევროკავშირის იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც არც ერთსქესიანთა ქორწინება და არც ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა არ არის დაშვებული. დანარჩენი სამი ქვეყანაა ბულგარეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.

spot_imgspot_img

პოპულარული

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია...

აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადაუგზავნა. ინფორმაციას,...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით...

განაჩენის გამოტანიდან 1 წლისთავზე მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) კიდევ ერთხელ ითხოვს ქართველი მედიადამფუძნებლისა...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთთან სამთავრობათაშორისო...

გუდაურში იგეგმება ახალი ტრასებისა და საბაგიროს მოწყობა – კობახიძე

"გუდაურში იგეგმება ახალი ტრასებისა და საბაგიროს მოწყობა" - "ქართული...
spot_img

ყველა ამბავი

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...