მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხაბეიშვილი

spot_imgspot_img

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

„ნამდვილი ქართული, პატრიოტული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ არჩეული გვაქვს აღმაშენებლის, თამარის, ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, იესოს გზა!ჩვენს წინააღმდეგ კი არის ბოროტება, სიძულვილი! ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას და ყაჩაღურ გზას ადგას ივანიშვილი!მათ დაანგრიეს, ააფეთქეს საყდრისი –

ჩვენ აღვადგინეთ ბაგრატი, ისინი ანგრევენ გელათს – ჩვენ ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღვადგინეთ!

ჩვენ ავაშენეთ რიყის პარკი, დავამშვენეთ მსოფლიოში აღიარებული “დოქებით”, ისინი კი ანგრევენ, ანადგურებენ!

ჩვენ გერბზე ამოვტვიფრეთ ამოვტვიფრეთ “ძალა ერთობაშია” და ისინი კი ანგრევენ ყველაფერს, რის გარშემო გაერთიანებაც შეიძლება!

ჩვენთვის ანწუხელიძე გმირია, მათთვის კი არავინ – შეურაცხყოფენ მის სულს, საფლავს!

ჩვენთვის წმინდაა ჩვენი დროშა, ისინი კი ებრძვიან მას!

ჩვენ წმინდა გიორგის მონუმენტი აღვმართეთ თავისუფლების მოედანზე, ისინი კი ჯვრის მონასტერს ანგრევენ.

ჩვენ გვინდა სოხუმში ავაშენოთ ყველაზე დიდი აეროპორტი ევროპაში, ისინი კი ევროპულ პერსპექტივას, საქართველოს ერთიანობის იდეას კლავენ!

ჩვენ გვინდა საქართველოდან გადახვეწილი ჩვენი ხალხი დაბრუნდეს მის სანუკვარ ოჯახში და ესენი კი ხმის უფლებასაც კი ართმევენ!

ჩვენ გვინდა საქართველოში გათენდეს და მათ სურთ ბნელი და უკუნი!

მივესალმები თქვენს შრომას, ბრძოლას, გაუტეხელობას და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე!

მადლობელი ვარ, რომ მქვია თქვენი მსახური.

არაფრის შეგეშინდეთ, არაფერმა გაგტეხოთ და მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!

ჩემი მოკითხვა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს ძმადნაფიც ირაკლი ნადირაძეს და ჩვენს წევრებს, რომლებიც საპყრობილეში სხედან.

მიიღეთ ჩემი სიყვარული და პატივისცემა!

ბოლოს, მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ყველა მოერიდოს საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი. ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და ზიანი არ მოვუტანოთ ჩვენს გუნდს!

წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა და რეგალია, გარდა ხალხის მსახურებისა!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

დიდება გმირებს”, – წერს ხაბეიშვილი.

spot_imgspot_img

პოპულარული

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის...

„დოიჩე ველემ“ EU-ს დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC)...

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა – კობახიძე

ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, მაგალითად მკვლელობასთან დაკავშირებით...
spot_img

ყველა ამბავი

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო იმ პერიოდში, როდესაც ინფანტინო ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო, – ნათქვამია...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2019 წელს არჩევნებში გაიმარჯვა. მასპინძელმა, სერბეთის...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში მდებარე სარაკეტო გამშვებ დანადგარებზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ამერიკული...

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო, თურქეთი სავაჭრო გემების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ შაბათს, 8...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...