საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

spot_imgspot_img

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – “ბი.ჯი.ემ.1”-სა და “ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას” მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ “მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა” და ა(ა)იპ “ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების” მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება. აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის  მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img

პოპულარული

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა – კობახიძე

ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, მაგალითად მკვლელობასთან დაკავშირებით...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით...

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა:...

“ნატოსთან ბევრი კითხვა გვაქვს, უკრაინა მას ტექნოლოგიურად უსწრებს“–ზალუჟნი საკუთარ განცხადებას განმარტავს

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა...

ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს...
spot_img

ყველა ამბავი

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...