Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

spot_imgspot_img

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების შორი მოქმედების რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა. ასეთი რაკეტების მცირე მარაგი აჩენს შეშფოთებას, რამდენად მზად არის ამერიკული არმია მომავალში შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტებისთვის, იუწყება სააგენტო აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით.

Reuters-ის ცნობით, საუბარია უმთავრესად შორი მოქმედების ბალისტიკურ რაკეტებზე ATACMS და მაღალი სიზუსტის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებზე PrSM — Precision Strike Missile. ამ შეიარაღების კონკრეტული გამოყენების დეტალები არ გასაჯაროებულა. სააგენტოს ორი წყაროს თქმით, აშშ-მა უკვე გამოიყენა სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში არსებული „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების „თითქმის მთელი მარაგი“. წყაროებმა ზუსტი რაოდენობების დასახელებაზე უარი თქვეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, თითოეული ასეთი რაკეტის ღირებულება ერთ მილიონ დოლარს აღემატება და მათ შესაძლოა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ჩინეთთან ან რუსეთთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაშიც. PrSM ახალი, გაუმჯობესებული თაობის რაკეტებია, რომლებმაც შედარებით მცირე მოქმედების რადიუსის მქონე ATACMS უნდა ჩაანაცვლოს.

დახარჯულია Tomahawk-ისა და Patriot-ის რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილიც

ამასთან, Reuters-ის კიდევ ერთი ანონიმური წყაროს თქმით, ირანში ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა თითქმის ნახევარი დახარჯა იმ Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების მარაგისა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ინახება და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან ხდება გაშვება.

მნიშვნელოვნად შემცირდა თავდაცვითი შეიარაღების მარაგებიც, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტა-გადამჭრელები და THAAD-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების რაკეტები.

სააგენტო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის — CSIS-ის — მონაცემებსაც იშველიებს, რომელთა მიხედვით, 2026 წლის თებერვლიდან ივლისამდე აშშ-მა Patriot-ის რაკეტა-გადამჭრელების დაახლოებით 65% დახარჯა, ხოლო THAAD-ის მარაგი სულ მცირე 38%-ით შემცირდა. Reuters-ის ორ წყაროს თქმით, ეს მონაცემები ამერიკის ადმინისტრაციის შიდა ინფორმაციას შეესაბამება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს შეშფოთებას ძირითადი შეიარაღების მარაგების შემცირების გამო. თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებულ შტატებს „მსოფლიოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ბევრად მეტი საბრძოლო მასალა აქვს“ და მათი რაოდენობა „მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენს საჭიროებებს“.

spot_imgspot_img

პოპულარული

საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ Facebook გვერდი წაიშალა

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა. როგორც ჟურნალისტ მარი...

გერმანიაში უკრაინის მოქალაქე დივერსიის მომზადების ეჭვით დააკავეს

უკრაინის 33 წლის მოქალაქე გერმანიის ფედერალურ მიწა თიურინგიაში დააკავეს....

The Wall Street Journal:პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს

პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს — უკვე...

“ნატოსთან ბევრი კითხვა გვაქვს, უკრაინა მას ტექნოლოგიურად უსწრებს“–ზალუჟნი საკუთარ განცხადებას განმარტავს

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა...

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხაბეიშვილი

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“  -...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული...
spot_img

ყველა ამბავი

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...