მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში მდებარე სარაკეტო გამშვებ დანადგარებზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Atlantic ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი არაოფიციალური არხებით ცდილობდა ილონ მასკის დარწმუნებას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დასაზუსტებლად გამოყენების უფლება მიეცა. თუმცა, როგორც The Atlantic წერს, „ამ ეტაპზე დადებითი გადაწყვეტილება არ არის“.

მასკი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი ომის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს და მოსკოვსა და კიევს შორის „შეთანხმების მიღწევას“ ემხრობა.

ივლისში მასკმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს და ომის შეჩერება მხოლოდ კრემლისთვის გარკვეული დათმობების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის გამოყენებით რუსეთის ობიექტებზე იერიშის მიტანა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში შეუძლიათ, მათ შორის რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მასკმა ზელენსკისთან შეხვედრაზეც უარი თქვა

The Atlantic-ის ადრინდელი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივლისს ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას სთხოვა მას, დაერწმუნებინა ილონ მასკი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე დრონებით დარტყმისას Starlink-ის გამოყენების უფლება მიეცა.

ზელენსკიმ თხოვნა იმით ახსნა, რომ უკრაინა მომავალ ზამთარში რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევების გაძლიერებას ელოდება. მისი აზრით, Starlink-ის გამოყენების შესაძლებლობა უკრაინას საშუალებას მისცემდა, რუსეთის სარაკეტო გამშვები დანადგარები ჯერ კიდევ ბალისტიკური რაკეტების გაშვებამდე გაენადგურებინა.

ასეთი შესაძლებლობა, ამასთანავე, კიევის დამოკიდებულებას შეამცირებდა დეფიციტური Patriot-ის რაკეტა-გადამჭერების მიწოდებაზე.

The Atlantic-ის ცნობით, ტრამპი ზელენსკის დაჰპირდა, რომ მის თხოვნას განიხილავდა. თავად ილონ მასკმა კი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა.

პოპულარული

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის...

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს და მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში მიემგზავრება

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს, ის უახლოეს საათებში მის მიერ...

თუფაქ შაკურის მკვლელობაში დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

ლას-ვეგასის ნაფიცმა მსაჯულებმა 63 წლის დუეინ „კეფ დი" დევისი...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა...

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...