ევროკავშირი რუსი მილიარდერების, უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, სანქციების სიებიდან ამოიღონ რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და ალიშერ უსმანოვი, — იუწყება Reuters-ი ანონიმ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

ამასთან, ევროკავშირი სამი წლით გაახანგრძლივებს სანქციებს დაახლოებით 3 000 კომპანიისა და ფიზიკური პირის მიმართ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად გახანგრძლივდება პირდაპირ სამწლიანი ვადით — აქამდე მათი განახლება ყოველ ექვს თვეში იყო საჭირო.

ვადის გახანგრძლივებას პოლონეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა მიაღწიეს სანაცვლოდ იმისა, რომ მხარი დაუჭირეს უსმანოვისა და ფრიდმანის შესახებ გადაწყვეტილებას.

უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას საფრანგეთი და სლოვაკეთი ითხოვდნენ, ფრიდმანისთვის კი — ლუქსემბურგი. მილიარდერების სანქციების სიიდან ამოღებას ლატვია ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც სანქციების გახანგრძლივების პროცესი ორი კვირით გაიწელა.

როგორც Guardian-ი და Euronews-ი წერენ, საბოლოოდ ლატვიამ კენჭისყრაზე თავი შეიკავა, რამაც აუცილებელი ერთსულოვნების მიღწევა შესაძლებელი გახადა.

უსმანოვი და ფრიდმანი ევროკავშირის სანქციების ქვეშ 2022 წლის 28 თებერვლიდან იმყოფებოდნენ.

ლატვია ბოლო მომენტამდე არ ეთანხმებოდა „ამ ორი პირის სანქციების სიიდან ამოღებას“, როგორც ორშაბათს გვიან საღამოს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამ უბიძგა ლატვიას, საბოლოოდ კენჭისყრაში თავი შეეკავებინა.

ზოგადად, ევროპელი დიპლომატები ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებული უთანხმოების მიუხედავად, ევროკავშირში არსებობს კონსენსუსი, რომ სანქციები აუცილებელია და მათი გაუქმება არ შეიძლება.

„სანქციები რუსეთის ომზე ჩვენი პასუხის მთავარი საყრდენია“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ნიუ-იორკში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

სექტემბერში საფრანგეთმა, სლოვაკეთის კვალდაკვალ, უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას დაუჭირა მხარი. პარიზის ოფიციალურმა პირებმა მიზეზად „ეროვნული უსაფრთხოების“ მოსაზრებები დაასახელეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ. Financial Times-ის ინფორმაციით კი, პარიზის პოზიცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანში დაკავებული რამდენიმე ფრანგი მოქალაქის გათავისუფლების სურვილთან. აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.

ამის შემდეგ ლუქსემბურგმა, რომელიც ზოგადად სანქციებს მხარს უჭერს, მოითხოვა, რომ თუ სანქციებს უსმანოვს მოუხსნიდნენ, იგივე მიდგომა ფრიდმანის მიმართაც გამოყენებულიყო, — იუწყება Reuters-ი. ფრიდმანი ლუქსემბურგს 15 მილიარდ ევროს სთხოვს სასამართლო დავის ფარგლებში, რომელიც უკვე არბიტრაჟშია გადაცემული. ლუქსემბურგი ამტკიცებს, რომ თუ უსმანოვს სანქციებს მოუხსნიან, ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელი გახდება.

Financial Times-ის ცნობით, საფრანგეთის მოულოდნელმა მოთხოვნამ ევროკავშირის სხვა დიპლომატები გააოცა; ერთ-ერთმა მათგანმა ის „გამაოგნებლად“ შეაფასა. ბლოკის სხვა წევრი ქვეყნების ოფიციალური პირები პირად საუბრებში ჩიოდნენ, რომ საფრანგეთი არ უზიარებდა მათ ინფორმაციას, თუ რატომ მოითხოვდა ასე დაჟინებით უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას.

„ეს ნიშნავს, რომ ეს იქნება არა მხოლოდ ჯილდო რუსეთისთვის, არამედ ჯილდოც ევროპელების დაპატიმრებისთვის“, — განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა დიპლომატმა.

ამასთან, პარიზი რჩება „ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლა ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაძლიერდეს“, — განუცხადა Financial Times-ს უსახელო ფრანგმა დიპლომატმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის პარტნიორებს სანქციების გაგრძელებისა და უსმანოვისა და სხვა რუსი ოლიგარქების მიმართ მათი არშერბილებისკენ მოუწოდა.

„რუსმა ოლიგარქებმა, რომელთა გარეშეც პუტინის სისტემის წარმოდგენა შეუძლებელია, უნდა იგრძნონ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც ისინი მშვიდად და უშფოთველად იცხოვრებენ, სანამ ეს ომი გრძელდება“, — განაცხადა ზელენსკიმ შაბათს. მან დაამატა, რომ უსმანოვი და მისი პარტნიორები „სწორედ ის რუსი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც საკუთარ თავში გამბედაობა უნდა იპოვონ და ომის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამაც აღნიშნა, რომ რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციების გაუქმება „მიუღებელია და მოსკოვს არასწორ სიგნალს გაუგზავნის იმ დროს, როცა ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“. „პირიქით, სანქციები უნდა გამკაცრდეს“, — დაწერა მან.

Financial Times-ის შეფასებით, საფრანგეთის მხრიდან შეფერხება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ტრანზაქციულ ხასიათს, სადაც ერთი ქვეყნის ვეტომაც კი შეიძლება კოლექტიური გადაწყვეტილება ჩაშალოს. თუმცა ბოლო პერიოდამდე სანქციების სიიდან პირების ამოღების წარმატებული მოთხოვნები, როგორც წესი, უნგრეთის ვიქტორ ორბანისა და სლოვაკეთის რობერტ ფიცოს მთავრობების ვეტოს მოჰყვებოდა — ეს ორი მთავრობა ევროკავშირში ყველაზე პრორუსულად ითვლება.

უკრაინაში ომის პერიოდში დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან პატიმრების გაცვლაც ჰქონიათ და ზოგიერთ რუსს სანქციებიც მოუხსნეს მას შემდეგ, რაც მათ სასამართლო საქმეები მოიგეს ან მოსკოვისგან დისტანცირდნენ. თუმცა უსმანოვთან დაკავშირებული შემოთავაზებული შეთანხმება პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პატიმრის გათავისუფლება პირდაპირ იქნება დაკავშირებული რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შემსუბუქებასთან.

ევროკავშირი უსმანოვის წინააღმდეგ სანქციებს იმით ასაბუთებდა, რომ ოლიგარქს პუტინთან „განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები“ აქვს და იგი ერთ-ერთ იმ ბიზნესმენად ითვლება, „რომლებსაც ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა დაევალათ, თუმცა მათი პოზიციები პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული“. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, უსმანოვი ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვად არ მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, რუსულ ბიზნესში ათწლეულობით საქმიანობამ მას ქვეყნის პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში, მათ შორის კრემლშიც, ფართო კავშირები შეუქმნა.

უსმანოვი ევროკავშირის მიერ სანქციების დასაბუთებას ეჭვქვეშ აყენებს და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მრავალი სარჩელი აქვს შეტანილი, რომლითაც მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ასაჩივრებს. ის და ფრიდმანი სანქციების სიაში რუსეთის 2022 წლის უკრაინაში შეჭრიდან მალევე მოხვდნენ — იმ ბრალდებით, რომ მათი კომპანიები კრემლს მნიშვნელოვან შემოსავლებს აძლევდნენ.

პოპულარული

1.2 მილიონი ლარი თბილისის სანაცვლოდ: კომპანია იბეროილის და ყოფილი მინისტრის საიდუმლო გარიგება

„ამხილე კორუფცია. გააზიარე ფაქტები“ -ს კაპანიის ფარგლებში საერტაშორისო გამჭვირვალობა...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ...

სტამბოლში, სკოლის ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა – დაღუპულია ერთი ბავშვი

სტამბოლის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მძიმე ტრაგედია დატრიალდა. სასკოლო ფორმაში...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა...

მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...