წარმომადგენელთა პალატამ გრემის „ჯოჯოხეთური“ სანქციების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს, 15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას აძლევს, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ, და ასევე ახანგრძლივებს ირანის წინააღმდეგ მოქმედ ამერიკულ სანქციებს. მედიაში დოკუმენტს „გრემის კანონპროექტს“ უწოდებენ — გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად, რომელიც მას ამუშავებდა და აქტიურად ლობირებდა.

ონლაინგამოცემა The Hill-ის ცნობით, კანონპროექტის განხილვის რეგლამენტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის შესაბამისმა კომიტეტმა მოამზადა, ორი დემოკრატი კონგრესმენის ხმების წყალობით დამტკიცდა — მათ საკუთარი პარტიის პოზიციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. საბოლოოდ, რეზოლუციას მხარი 214-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 211 იყო.

ერთი დღით ადრე, 14 სექტემბერს, წარმომადგენელთა პალატის რეგლამენტის კომიტეტში დოკუმენტის განხილვის დროს ტეხასელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა მომდევნო დღისთვის დაგეგმილ კენჭისყრას „უკიდურესად მნიშვნელოვანი“ უწოდა — როგორც გზავნილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ და როგორც გაფრთხილებას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინისთვის, რათა ტაივანის წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს.

რატომ აკრიტიკებენ დემოკრატები „გრემის კანონპროექტს“

დემოკრატთა ბანაკის კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ დოკუმენტი „მკვეთრად გააფართოებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილებებს საბაჟო ტარიფების სფეროში, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სავალდებულო სანქციებს არ ითვალისწინებს“.

„ეს ამერიკელებისთვის ფასების ზრდას გამოიწვევს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს“, — გააფრთხილეს, მათ შორის, კონგრესმენებმა დონ ბაიერმა, გრეგორი მიქსმა და რიჩარდ ნილმა.

რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთური“ სანქციების კანონპროექტი, რომლის შემუშავებაშიც ლინდსი გრემი მონაწილეობდა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს მყიდველს, ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს სრული შემადგენლობით მიმდინარე კვირის ბოლომდე უყრის კენჭს. თუ ამ ეტაპზეც „ჯოჯოხეთური“ სანქციები მხარდაჭერას მიიღებს, კანონპროექტი ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. მანამდე ტრამპმა ინიციატივის მხარდაჭერა გამოთქვა.

პოპულარული

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურორს საპროცესო...

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...