პუტინმა, უკრაინული დრონების შიშით „ვალდაის“ ფორუმი სოჭიდან მოსკოვის ოლქში გადაიტანა

უკრაინული დრონების მზარდი და ეფექტური თავდასხმების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რადიკალურ ზომებს მიმართა. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ყოველწლიური საერთაშორისო საგარეო პოლიტიკური კონფერენცია „ვალდაის სადისკუსიო კლუბი“ სოჭიდან მოულოდნელად მოსკოვის ოლქში გადაიტანეს. ბოლო მომენტში მიღებული ეს გადაწყვეტილება პირდაპირი დასტურია იმისა, რომ კრემლი შავი ზღვის სანაპიროზე საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებს ვეღარ ხედავს.

როგორც Financial Times-ი იუწყება, ფორუმის 120-მდე მონაწილესა და უცხოელ სტუმარს თავდაპირველად მიწვევები სოჭში გაეგზავნათ, სადაც პუტინის ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო რეზიდენცია მდებარეობს. თუმცა, აგვისტოს ბოლოს ორგანიზატორებმა სტუმრები ლოკაციის შეცვლის შესახებ სასწრაფო წესით გააფრთხილეს. გამოცემის წყაროების ცნობით, ლოკაციის შეცვლა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის კატეგორიული მოთხოვნით მოხდა, რადგან უწყებამ ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოების დაცვა სოჭის რეგიონში რისკის ქვეშ ვეღარ დააყენა.

ლოკაციის შეცვლის მთავარ მიზეზად უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავი ზღვის სანაპიროზე წარმატებით განხორციელებული იერიშები სახელდება. აგვისტოში უკრაინულმა ძალებმა სოჭის სიახლოვეს, გელენჯიკთან, რუსული საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემა S-400 გაანადგურეს, ხოლო 4 სექტემბერს დრონების მასშტაბური დარტყმა განხორციელდა უშუალოდ სოჭთან მდებარე ნავთობბაზასა და საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ ქვედანაყოფზე.

ეს საფრთხეები აისახა თავად რუსეთის პრეზიდენტის გადაადგილების გრაფიკზეც. გამოცემა Ukrainska Pravda წერს, რომ პუტინმა მკვეთრად შეამცირა ვიზიტები თავის საყვარელ საზღვაო რეზიდენციაში. თუ 2021 წელს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, იგი სოჭს 24-ჯერ ეწვია, ბოლო ორი წლის განმავლობაში მან იქ მხოლოდ ორი მოკლე ვიზიტი გამართა და ბოლოს ქალაქში 2025 წლის ოქტომბერში, სწორედ წინა „ვალდაის“ ფორუმზე გამოჩნდა.

ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, კრემლის რიგით 23-ე საერთაშორისო ფორუმი 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე მოსკოვის ოლქში ჩატარდება. წლევანდელი შეკრების მთავარი თემაა: „პასუხისმგებლობა მომავალზე: შესაძლებლობის საზღვრები თუ უსაზღვრო შესაძლებლობები?“

ორგანიზატორები ფორუმზე მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილ უცხოელ პოლიტიკოსებს, ანალიტიკოსებსა და ჟურნალისტებს. რუსეთის მხრიდან მთავარ მომხსენებლებად, თავად პუტინთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი არიან დარეგისტრირებულები. ანალიტიკოსების შეფასებით, შეკრების ადგილის დედაქალაქის რეგიონში გადმოტანა აჩვენებს, რომ ომის გეოგრაფიამ რუსეთის შიდა ტერიტორიებზე უკვე კრემლის უმაღლესი პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგი სრულიად შეცვალა.

პოპულარული

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! – ნადირაძე

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...