„ქვრივების ყურემ“ „ემის“ 14 ჯილდო მოიპოვა – ეს კომედიური სერიალისთვის რეკორდია

„ემის“ დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორი ჰორორ-კომედიური სერიალი „ქვრივების ყურე“ გახდა. Apple TV-ის პროექტმა 14 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის — საუკეთესო კომედიური სერიალის კატეგორიაში, და ამით ერთ სეზონში კომედიური სერიალის მიერ მოპოვებული „ემის“ რაოდენობის რეკორდი დაამყარა. საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში „ემი“ ზედიზედ მეორედ „პიტის საავადმყოფომ“ მიიღო.

ლოს-ანჯელესში „ემის“ დაჯილდოების 78-ე ცერემონია გაიმართა.

ყველაზე მეტი — 14 ჯილდო — ჰორორის ელემენტებით შექმნილმა კომედიურმა სერიალმა „ქვრივების ყურემ“ მიიღო, რომელიც ახალი ინგლისის კუნძულზე მდებარე პატარა გამოგონილ ქალაქზე მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ახალი მერი — რომლის როლსაც კარდიფში დაბადებული მეთიუ რისი ასრულებს — ცდილობს „ქვრივების ყურეში“ მეტი ტურისტი მიიზიდოს, მაშინ როცა ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ქალაქი დაწყევლილია.

„ქვრივების ყურემ“ „ემი“ საუკეთესო კომედიური სერიალისთვის მიიღო და კომედიურ კატეგორიებში თითქმის ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, გარდა საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის კატეგორიისა. სერიალმა ერთ სეზონში კომედიური პროექტის მიერ მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით რეკორდი დაამყარა და გასულ წელს „კინოსტუდიის“ მიერ მიღწეულ შედეგს გადააჭარბა — სეთ როგენის პროექტმა მაშინ 13 ქანდაკება მიიღო.

მეთიუ რისი კომედიურ სერიალში საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობ კაცად დასახელდა, სტივენ რუტი — საუკეთესო მეორეხარისხოვან მსახიობ კაცად, ხოლო ქეით ო’ფლინი — საუკეთესო მეორეხარისხოვან მსახიობ ქალად.

ამასთან, რისმა კიდევ ერთი „ემი“ მიიღო — საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მინისერიალში, თრილერში „ჩემში მცხოვრები ურჩხული“ შესრულებული როლისთვის. ამით ის ისტორიაში პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ერთ საღამოს ორ სამსახიობო ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომედიურ სერიალში საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი ჯინ სმარტი გახდა სერიალიდან „ხრიკები“. ეს მისთვის მერვე „ემია“, ისევე როგორც ელისონ ჯენის შემთხვევაში, რომელმაც დრამატულ სერიალში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდო „დიპლომატში“ შესრულებული როლისთვის მიიღო.

სმარტმა და ჯენიმ მსახიობ ქალებს შორის „ემის“ ჯილდოების რაოდენობით კლორის ლიჩმენისა და ჯულია ლუის-დრეიფუსის რეკორდი გაიმეორეს.

„ემის“ ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალისთვის, ისევე როგორც წინა წელს, „პიტის საავადმყოფომ“ მიიღო. სერიალში მთავარ როლს შემსრულებელმა ნოაჰ უაილიმ კი გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში“.

დრამატულ სერიალში საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი რეა სიჰორნი გახდა სერიალ „ერთ-ერთი მრავალთაგან“ შესრულებული როლისთვის. ტომ პელფრიმ კი „ემი“ მიიღო დრამატულ სერიალში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის ნომინაციაში — სერიალ „დავალებაში“ შესრულებული როლისთვის.

„უკან მომავალში“ ვარსკვლავმა მაიკლ ჯეი ფოქსმა სპეციალური ჯილდო — ბობ ჰოუპის სახელობის ჰუმანიტარული პრემია მიიღო პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.

65 წლის მსახიობი, რომელსაც დიაგნოზი 29 წლის ასაკში დაუსვეს, დაჯილდოების ცერემონიაზე ეტლით გამოჩნდა და დარბაზი მას ხანგრძლივი და ემოციური ოვაციებით შეხვდა.

პოპულარული

ელენე ხოშტარია: სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც"...

უკრაინული დრონების თავდასხმა და ხანძარი Yandex-ის უმსხვილეს მონაცემთა ცენტრში

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...