“ბადრი პატარკაციშვილი ამან მოკლა… გარდაცვალებამდე ვნახე, ღრმა დეპრესიაში იყო, ტყეში დადიოდა” – რა თქვა რუხაძემ 7 ნოემბრის საქმეზე დაკითხვისას

“რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა…მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში. გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო” – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ  საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა.

“არ ვიცი, რა ხდებოდა 2006 წელს, როცა გირგვლიანის ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს იყო ამბავი, როდესაც ჩვენი ურთიერთობა აირია ხელისუფლებასთან. მოგვიანებით ვითარება დალაგდა რკინიგზის თემის გარშემო… სააკაშვილი პატარკაციშვილს ტელევიზიაში უცვლიდა საქართველოს რკინიგზას.

მოხდა ტელევიზიაში შევარდნა, აპარატურის დამსხვრევა, ხალხის დარბევა. მთელი აპარატურა გაანადგურეს…. როცა ჩვენ დავბრუნდით, ვნახეთ “რუსთავი 2”-დან, პირველი არხიდან გამოტანილი აპარატურა, რომლებსაც ამავე ტელევიზიის სტიკერები ეკრა უკან. ეს აპარატურა იმიტომ მოიტანეს, რომ ელჩებისთვის ენახებინათ, აი, აქ არის აპარატურა, არაფერი გაგვინადგურებიაო…

(“იმედის” დარბევის მერე) ბადრი პატარკაციშვილი იყო ინგლისში, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა სატელიტური ტელეფონით. საღამოს სახურავზე ავედი და დავურეკე, მითხრა, რაღაც გავუგზავნე [გიორგი] თარგამაძეს, უნდა გაუშვას და არ უშვებსო. მთხოვა, თარგამაძესთან მიდი და უთხარი, რომ გაუშვასო. მივედი თარგამაძესთან და მითხრა, “აუ, ირაკლი, იმიტომ არ ვუშვებ მაგ ჩანაწერს, რომ ნახო დამეთანხმები, რომ რისკიანია მისი გაშვებაო”. მითხრა, “საღამოს მოდი და ერთად გადავწყვიტოთ მისი გაშვებაო”… მერე, დღის განმავლობაში ის ჩანაწერი გაუშვა “რუსთავი 2”-მა, ოღონდ გადაკეთებულად. ბადრიმაც მითხრა, ეს არის გადაკეთებული ჩანაწერიო. თქვა, რომ ამას ასე არ დავტოვებ და ვიბრძოლებო. რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა…მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში. გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო”, – განაცხადა რუხაძემ.

ჩა­ნა­წე­რის ეთერ­ში გაშ­ვე­ბის ნა­წილს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და განაცხადა რომ  ირაკ­ლი რუ­ხა­ძე იტყუ­ე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

“ტყუ­ი­ლია, არ იყო მონ­ტა­ჟი. ტყუ­ი­ლებს ნუ ლა­პა­რა­კობ! მას შემ­დეგ, რაც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მხი­ლე­ბულ იქნა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ეს და­ი­ჯე­რეს მის­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და და­ხუ­რეს თა­ვად ტე­ლე­ვი­ზია. სა­ა­კაშ­ვილ­თან რა პრე­ტენ­ზია გაქვთ? ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა და­ხუ­რა ტე­ლე­ვი­ზია, მას შემ­დეგ, რაც არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ მისი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, წერ­ტი­ლი. თქვენ ამ­ბობთ, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, შე­გახ­სე­ნებთ 2007 წელს მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას “ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ფა­შიზ­მის და­სამ­ხო­ბად!” არის თუ არა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა?ამ კა­ცის და­კი­თხვით დად­გინ­და ის, რომ კაც­მა, რო­მელ­მაც წა­ა­გო ჩემ­თან სა­სა­მარ­თლო, თქვა, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა და­ხუ­რა ტე­ლე­ვი­ზია, იმის გამო, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.თქვენ წახ­ვალთ ისევ იმ სო­რო­ში, სა­ი­და­ნაც ივა­ნიშ­ვილს მო­ახ­სე­ნებთ, რო­გორც შე­ას­რუ­ლეთ თქვე­ნი და­ვა­ლე­ბა დღეს სა­სა­მარ­თლო­ში. თქვენ შეხ­ვალთ სო­რო­ში. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის კენ­გუ­რუს სა­სა­მარ­თლო. ჩემი ტყვე­ო­ბა დრო­ე­ბი­თია და მე შე­ვალ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც მისი აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, თქვენ შეხ­ვალთ, რო­გორც ტუ­რე­ბი და გი­ე­ნე­ბი”, – გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა და მი­მარ­თა რუ­ხა­ძეს: “თქვენ სა­უბ­რობთ “იმედ­ზე”, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნეთ­მა და­ა­სა­ნაქ­ცი­რა. “კი, “იმე­დი” არის და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი”, – უპა­სუ­ხა რუ­ხა­ძემ სა­ა­კაშ­ვილს.

პოპულარული

ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ს რეისის გადარჩენისთვის ქართველი ებრაელი ექიმი დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43...

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...