უკრაინის გენპროკურორმა NABU-ს ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა და ქვეყანა დატოვა, ზელენსკი მის სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დირექტორს, სემიონ კრივონოსს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი სამსახურებრივი დოკუმენტების გაყალბებისა და ფიქტიური შვილად აყვანის ორგანიზების მუხლებით, რათა კონკრეტულ პირებს სამხედრო მობილიზაციისთვის აერიდებინათ თავი. ბრალის წარდგენიდან რამდენიმე საათში, თანამდებობიდან გადადგომის რეჟიმში მყოფმა გენპროკურორმა სამსახურებრივი ავტომანქანით უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა, თუმცა თქვა, რომ ეს „ლიეტუვაში მივლინება“ იყო.

კრიზისი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) გენერალურ პროკურატურაში მასშტაბური ჩხრეკა ჩაატარეს. სპეცოპერაცია „კართაგენის“, ფარგლებში თაღლითური ქოლცენტრების მფარველობისა და 89 მილიონზე მეტი გრივნის გათეთრების ბრალდებით დააკავეს პროკურატურის მაღალჩინოსანი სერგეი კროპივა, რომელიც კრავჩენკოს უახლოესი გარემოცვის წევრია.

გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებში თავად გენპროკურორის კორუფციული კავშირებიც იკვეთებოდა, რის ფონზეც 7 სექტემბერს კრავჩენკომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. თუმცა, სანამ უმაღლესი რადა მის გადადგომას ოფიციალურად დაამტკიცებს, კრავჩენკომ საპასუხო ვიდეომიმართვა გაავრცელა და NABU-ს დირექტორს ბრალი დასდო. მისი მტკიცებით, ანტიკორუფციული უწყების რეიდის რეალური მიზანი იყო პროკურატურაში დაცული იმ საქმეების მასალების მოპარვა, რომლებსაც მისი უწყება თავად ანტიკორუფციონერების წინააღმდეგ აწარმოებდა.

მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც საჯაროდ მოითხოვა გენერალური პროკურორის სასწრაფო გადაყენება და აღნიშნა, რომ კრავჩენკოსთვის პოსტის დატოვების გარდა სხვა გზა აღარ არსებობს, რადგან უკრაინამ ყველა მიზეზი საკუთარი თვალით ნახა.

პარალელურად, ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და SAPO-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კრავჩენკოს ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს, უწოდეს ამას საჯარო პიარ-კამპანია და განმარტეს, რომ სემენ კრივონოსს ოფიციალურად არანაირი ბრალის წარდგენის დოკუმენტი არ ჩაბარებია.

პოპულარული

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა -...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო...

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...