“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ გატეხენ ამ დაკავებებით. გიორგი ბარამიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა რუსებს, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში, იბრძოდა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ და გიორგი ბარამიძეს ეს რუს-ქოცები ვერ შეაშინებენ ნამდვილად.
რეალურად ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დავალება. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ რამდენიმე თვის წინ, რუსეთის ხელისუფლებამ და პუტინმა ასევე მიუსაჯა გია ბარამიძეს და ახლა უკვე “ქართულმა ოცნებამ” შეასრულა მათი ეს დავალება.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, საკუთარი თავი, რომ ადამიანებად წარმოუდგენიათ, ვისი ჩვენების საფუძველზეც, ყალბი ჩვენების საფუძველზე დააკავეს გია ბარამიძე, ეს არის კობა ლიკლიკაძე, კობა კობალაძე და მალხაზ თოფურია და რომ იცოდეს საზოგადოებამ ვინ არიან ეს ადამიანები: მალხაზ თოფურია, ვინც ირმა ინაშვილთან ერთად პუტინს წერილს სწერდა, პატივისცემას გამოხატავდა და ეუბნებოდა, რომ მას საქართველო უნდა დაეცვა. ამ ადამიანებს მინდა მივმართო, რომ თქვენი ჩვენების გამო უსამართლოდ ადამიანი დააკავეს, თქვენ არც ქართველები ხართ, არც ქრისტიანები და არც კაცები,”
განაცხადა, ენმ-ს წევრმა, ანა წითლიძემ “TV პირველის” ეთერში საუბრისას.





