კანადის საპასუხო ტარიფები აშშ-ის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

კანადამ ამერიკულ საქონელზე დამატებითი, 50%-მდე ტარიფები დააწესა აშშ-ის ანალოგიური ზომების საპასუხოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავიამწარმოებელ Bombardier-ს მოსთხოვა, თვითმფრინავები შეერთებულ შტატებში აწარმოოს.

აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო დავის ფარგლებში ძალაში შევიდა ოტავის მთავრობის მიერ ამერიკული საქონლის ნაწილისთვის დაწესებული საპასუხო ტარიფები. სამშაბათიდან, 8 სექტემბრიდან, კანადა ამერიკულ ფოლადისა და ალუმინის ნაწარმზე, რძის პროდუქტებსა და სხვა რიგ საქონელზე დამატებით 15-დან 50%-მდე გადასახადს აწესებს.

ზღვის პროდუქტების ზოგიერთი სახეობა თავდაპირველი სიიდან ამოიღეს. AFP-ის ცნობით, დაწესებული ტარიფების საერთო მოცულობა 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტრამპმა Bombardier-ს თვითმფრინავების აშშ-ში წარმოება მოსთხოვა

ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 სექტემბერს დაიმუქრა, რომ შეერთებულ შტატებში კანადური ავიამწარმოებლის, Bombardier-ის თვითმფრინავების გაყიდვას აკრძალავდა. სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან კვებეკურ კომპანიას მოუწოდა, თვითმფრინავები აშშ-ის ტერიტორიაზე აწარმოოს.

„თუ მათ ჩვენს ბაზარზე წვდომა სურთ, პროდუქცია აქ უნდა აწარმოონ“, — დაწერა ტრამპმა.

თავის მხრივ, მონრეალში დაფუძნებულმა კანადურმა მწარმოებელმა აღნიშნა, რომ აშშ-ში მისმა საქმიანობამ ქვეყანაში ათიათასობით სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო ამერიკელი მომწოდებლებისგან შესყიდვებზე მისი წლიური ხარჯები 2,5 მილიარდ დოლარს აღემატება.

აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო დავა

აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო კონფლიქტი აგვისტოში, მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ გამწვავდა. 22 აგვისტოს ღამით აშშ-მ კანადიდან იმპორტირებულ რამდენიმე სახეობის საქონელზე 50%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა. მათ შორისაა ღვინო, ავეჯი, რძის პროდუქტები, ცემენტი, ტანსაცმელი, სათევზაო ანკესები და ჰოკეის აღჭურვილობა.

ახალი ზომები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების დროს ახალი სავაჭრო შეთანხმების პირობებზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

ამის საპასუხოდ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ 22 აგვისტოს საპასუხო ზომების შემოღება გამოაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ამ ნაბიჯს „უხალისოდ“ დგამს.

„ჩვენ გვესმის, რომ ეს კანადელებისთვის ფასების ზრდასა და არჩევანის შემცირებას გამოიწვევს“, — განაცხადა კარნიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ამერიკული კომპანია და შტატი იმ დავის უდანაშაულო დამკვირვებელია, რომელიც მათ არ სურდათ“.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მანამდე მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად ასევე დაასახელა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ პირობებში ბოლო წუთს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც, მისი თქმით, „უსამართლო და არასაბაზრო იყო და ეჭვქვეშ აყენებდა ნებისმიერი შეთანხმების სანდოობას“.

პოპულარული

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ...

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე...

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...