პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ევროპის წინააღმდეგ ომს არ გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა, ტელეფონით განიხილეს სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში, განაცხადეს კრემლში. მათი თქმით, საუბარი „კონსტრუქციული და გულწრფელი“ იყო. ვაშინგტონში საუბარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის, სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც ამერიკელი მომლაპარაკებლების მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ გაიმართა. საუბარი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა და „კონსტრუქციული და გულწრფელი“ იყო, განაცხადა სამშაბათს, 8 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. მასალის გამოქვეყნების დროისთვის ვაშინგტონში სატელეფონო საუბარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უშაკოვის თქმით, საუბრის დროს პუტინმა დადებითად შეაფასა ვაშინგტონის შუამავლური ძალისხმევა და განაცხადა, რომ რუსეთს „ევროპის მიმართ არავითარი აგრესიული გეგმები აზრადაც კი არ აქვს“.

ტრამპს სურს, ომის დასრულებაში გარღვევა მისი პრეზიდენტობის დროს მოხდეს

„საუბარი უკრაინის დარეგულირების საკითხებზე იყო ფოკუსირებული და ეს გასაგებიცაა. დონალდ ტრამპი მკაფიოდ უსვამდა ხაზს კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების სურვილს, რაც დაუყოვნებლივ გახსნიდა შთამბეჭდავ და ფართომასშტაბიან პერსპექტივებს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრულად აღსადგენად“, — განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის რუსეთში ვიზიტის შედეგები კრემლში „დადებითად შეაფასეს“. ამასთან, მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

უშაკოვის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების საქმეში გარღვევა სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდეს. კრემლში განაცხადეს, რომ ტრამპი რუსეთის შეჭრის დასრულებას აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის პირობად მიიჩნევს, რასაც ორივე ქვეყნისთვის „კოლოსალური სარგებლის“ მოტანა შეუძლია.

ტრამპის წარმომადგენლების ვიზიტები მოსკოვსა და კიევში

უიტკოფი და კუშნერი 5 სექტემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ, რის შემდეგაც თეთრ სახლში მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ უწოდეს. კრემლმა კი უკრაინაში ომის დარეგულირების კუთხით არსებული ვითარება რთულად შეაფასა. მანამდე ვაშინგტონის ეს წარმომადგენლები რუსეთის დედაქალაქში უკვე რამდენჯერმე იყვნენ ჩასული.

6 სექტემბრის დილით ამერიკელი მომლაპარაკებლები პოლონეთიდან მატარებლით კიევში ჩავიდნენ. ორივე მათგანისთვის ეს უკრაინაში პირველი ვიზიტი იყო მას შემდეგ, რაც ომის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე დაიწყეს მუშაობა.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესმის, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა „ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემაა“, თუმცა ის „ძალიან მტკიცედ არის განწყობილი, დაასრულოს ეს ომი, შეაჩეროს ადამიანების დაღუპვა და შვება მოუტანოს ოჯახებს“.

მოგვიანებით Financial Times-მა დაწერა, რომ მომლაპარაკებლების ვიზიტებს მოსკოვსა და კიევში არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

პოპულარული

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

მაიამიში ომის დასრულებაზე აშშ-უკრაინის კონფიდენციალური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

დღეს, 9 ოქტომბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში აშშ- უკრაინის...

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...