რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ხელმძღვანელობით მზადდებოდა დივერსია, რომლის აღკვეთაც მოხერხდა. უწყების ცნობით, სამშაბათს, 8 სექტემბერს, დააკავეს რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე.

რუმინეთის დაზვერვის ინფორმაციით, დაკავებულმა რუსი კურატორებისგან მიიღო დავალება, ფოტო და ვიდეო გადაეღო სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობის ობიექტებისთვის, მათ შორის საკომუნიკაციო კვანძებისთვის, ნატოს მოკავშირეების მიერ გამოყენებული სამხედრო ბაზებისთვის, თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული დაწესებულებებისთვის, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის.

უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებს უთვალთვალებდა

SRI-ის პრესრელიზის თანახმად, მას ასევე უნდა გადაეღო უკრაინული სატვირთო თვითმფრინავები „ანტონოვი“. ერთ-ერთი ასეთი თვითმფრინავის წინააღმდეგ თავდასხმა 4 აგვისტოს გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში აღკვეთეს. გერმანიის ხელისუფლებამ ამ დივერსიის მცდელობაში ოფიციალურად რუსეთი დაადანაშაულა.

„მოპოვებული მონაცემები მიუთითებს საქმიანობაზე, რომელიც ჰგავს რუსეთის ფედერაციის სტრუქტურების მიერ კოორდინირებული დივერსიული ქსელების მოქმედებებს ევროპის მასშტაბით“, — განაცხადეს რუმინეთის დაზვერვაში.

უწყების ცნობით, დაკავებული რუსეთის მოქალაქე SRI-ის მეთვალყურეობის ქვეშ 2026 წლის თებერვლიდან იმყოფებოდა და ფიგურირებდა ფართომასშტაბიან გამოძიებაში, რომელიც რუმინეთის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების შესაძლო განხორციელებას ეხებოდა.

რუმინული მედიის ინფორმაციით, 40 წლის რუსეთის მოქალაქე ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. რუმინეთის სპეცსამსახურში ასევე განაცხადეს, რომ დივერსიის აღკვეთას ხელი შეუწყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობამ.

დივერსიების ფართომასშტაბიანი ტალღა ევროპაში

აგვისტოს დასაწყისიდან რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ერთდროულად დივერსიების ფართომასშტაბიანი ტალღა დაფიქსირდა. კერძოდ, 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავ An-124-ზე თავდასხმის მცდელობა მოხდა. თავდასხმაში რამდენიმე დრონი მონაწილეობდა, თუმცა საბოლოოდ არც ერთი უპილოტო საფრენი აპარატი არ აფეთქებულა.

რამდენიმე ქვეყანაში თავდასხმის სამიზნე გახდა თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტებიც. კერძოდ, 15 აგვისტოს ტალინში ბოროტმოქმედებმა ცეცხლი წაუკიდეს თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის შენობას. კომპანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპილოტო სახმელეთო აპარატებს აწვდის.

25 აგვისტოს სლოვაკეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ აღკვეთილი იყო უკრაინული დრონების მწარმოებელ Skyeton-ის ქარხანაში ხანძრის გაჩენის მცდელობა, ხოლო 31 აგვისტოს ცნობილი გახდა პოლონეთში, ვარშავის მახლობლად მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანაში მსგავსი დივერსიის შესახებ.

გარდა ამისა, აგვისტოში ძლიერი ხანძრები და აფეთქებები მოხდა იტალიასა და ბულგარეთში მდებარე იარაღის მწარმოებელ მსხვილ საწარმოებში.

ბრიტანული გაზეთი The Telegraph, სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ამ თავდასხმების სერიის უკან რუსეთი დგას. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფების წევრებს ქირაობს თავდაცვის საწარმოებისთვის ზიანის მისაყენებლად და ამ გზით ამოწმებს, რამდენად მზად არის ნატო საპასუხო მოქმედებებისთვის.

პოპულარული

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...