აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა და კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. სანქცირებულთა შორის მოხვდა საქართველოში რეგისტრირებული SHPS Shelbit, რომელიც Shelbit Exchange-ს მართავს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის — OFAC-ის განცხადებით, ირანის რეჟიმთან დაკავშირებული პირები სუსტად რეგულირებულ ან არალიცენზირებულ კრიპტოვალუტის პლატფორმებს დიდი მოცულობის ციფრული აქტივების გადასაადგილებლად და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე ფარული წვდომის შესანარჩუნებლად იყენებდნენ.

უწყების თანახმად, ამ სქემებში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელსაც ასევე დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეობა აქვს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა. OFAC-ის ცნობით, კაივანპური სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების ქსელს აკონტროლებდა, რომელიც უკანონო კრიპტოვალუტურ ოპერაციებსა და სანქციების გვერდის ავლას ემსახურებოდა.

კაივანპურის ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში რეგისტრირებული SHPS Shelbit. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული კრიპტოსაფულეებიდან Shelbit Exchange-ის მისამართებზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გადაირიცხა.

ამავე დროს, Shelbit Exchange-ის მისამართებიდან IRGC-სთან დაკავშირებულ კრიპტოსაფულეებზე 2 მილიონ დოლარზე მეტი გადაიგზავნა. OFAC ასევე აცხადებს, რომ კაივანპურის კუთვნილ ან მის მიერ კონტროლირებულ კრიპტო მისამართებიდან კიდევ 2 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა ამერიკის მიერ უკვე სანქცირებულ ირანულ კრიპტობირჟა Nobitex-ზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, Shelbit ასევე ემსახურებოდა სპარსულენოვანი ონლაინ-აზარტული თამაშების ფართო ქსელს. უწყების ცნობით, ამ ქსელის მეშვეობით ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები Shelbit-ის გავლით გათეთრდა.

OFAC-ის მონაცემებით, ონლაინ-აზარტული თამაშების ეს ქსელი დაკავშირებულია ორ ირანელ ინფლუენსერთან, რომლებიც ირანის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2023 წელს ირანში უკანონო აზარტული თამაშების ორგანიზებისთვის გაასამართლეს, მათ ვებგვერდებს კვლავ აქვთ წვდომა ირანის ონლაინ-გადახდების სისტემებზე.

სანქციები შეეხო ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ Shelbit General Trading LLC-ს, რომელიც კომერციულად Shelbit Exchange-ის სახელით მუშაობს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დუბაის ვირტუალური აქტივების მარეგულირებელმა ორგანომ — VARA-მ კომპანიის წინააღმდეგ ზომები 2025 წლის იანვარსა და 2026 წლის ივლისშიც მიიღო, თუმცა კომპანია საქმიანობას აგრძელებდა.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ კაივანპურთან დაკავშირებული პოლონური კომპანია Shelbit Technologies Ltd, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული Crypto Home DMCC და NFT Home DMCC.

აშშ-მა ცალკე დაასანქცირა ირანში მოქმედი კრიპტობირჟა Aban Tether-იც. OFAC-ის განცხადებით, ბირჟამ მილიონობით დოლარის ოპერაციები განახორციელა სხვა უკვე სანქცირებულ ირანულ კრიპტოპლატფორმებთან, მათ შორის Nobitex-თან, Wallex-თან, Bitpin-სა და Ramzinex-თან.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანის რეჟიმის მიერ კრიპტოვალუტისა და ჩრდილოვანი საბანკო ქსელების გამოყენება აჩვენებს, რომ ვაშინგტონის ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკა შედეგს იძლევა.

„დოლარში, რიალში თუ კრიპტოვალუტაში, ფინანსთა სამინისტრო მოძებნის და დაშლის უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც რეჟიმს არსებობის საშუალებას აძლევს“, — განაცხადა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ახალი სანქციები პრეზიდენტის მიერ ირანის მიმართ გამოცხადებული „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის“ პოლიტიკის ნაწილია.

სანქციების შედეგად, სიაში მოხვედრილი პირებისა და კომპანიების აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ან ამერიკელი პირების კონტროლქვეშ მოქცეული აქტივები იბლოკება. ამერიკელ პირებსა და კომპანიებს მათთან ოპერაციების განხორციელება, სპეციალური ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ.

OFAC ასევე აფრთხილებს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებსა და კომპანიებს, რომ სანქცირებულ პირებთან გარკვეულ ოპერაციებში მონაწილეობამ შესაძლოა მათთვისაც შექმნას ამერიკული სანქციების რისკი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა Rewards for Justice ირანის რევოლუციური გვარდიის ფინანსური მექანიზმების დარღვევისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე 15 მილიონ დოლარამდე ჯილდოსაც სთავაზობს.

პოპულარული

მოსკოვი საქართველოს, ჩრდ. კორეასა და სხვა ქვეყნებს თანამშრომლობის განვითარებას სთავაზობს

რუსეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ირანთან, მონღოლეთთან,...

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს....

დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ დააბრუნებენ. ადამიანის...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ...

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება,...

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან...

შვეიცარიის პოლიციამ რეივზე მომხდარ სასიკვდილო სროლასთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავა

შვეიცარიის პოლიციამ ორშაბათს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც შაბათ-კვირას ქალაქ აარაუში...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...