რუსეთში სახელმწიფო დუმის სამდღიანი არჩევნები ოფიციალურად დაიწყო

რუსეთში პარასკევს, 18 სექტემბერს, დილის 08:00 საათზე ოფიციალურად დაიწყო სახელმწიფო დუმის სამდღიანი არჩევნები. პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაში გაიხსნა. კენჭისყრა 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, რეგიონებში უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე იმუშავებს.

ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო დუმის ახალი შემადგენლობის 450 დეპუტატიდან ნახევარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა, რაც ამომრჩეველს კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევს. დარჩენილი 225 მანდატი პარტიული სიებით გადანაწილდება. სიაში 10 პარტიაა, რადგან მანამდე ფორმალური მიზეზებით არჩევნებიდან პარტია „იაბლოკო“ მოხსნეს. ამასთან, „იაბლოკოს“ კანდიდატები რუსეთის რამდენიმე რეგიონში ერთმანდატიან ოლქებში მაინც მონაწილეობენ.

რუსეთმა სახელმწიფო დუმის არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატარა

რუსეთის სახელმწიფო დუმის წინა არჩევნები 2021 წელს გაიმართა, ამჯერად კი კენჭისყრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაავრცელეს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მონაწილე სამხედროები და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლები ვადამდელ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ — აგვისტოს ბოლოდან 17 სექტემბრამდე, განაცხადეს რუსეთის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამ რეგიონებში მსგავსი პროცესის ლეგიტიმურობის საკითხიც რომ გვერდზე გადავდოთ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრა ისე მოაწყო, რომ შედეგების გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია.

კერძოდ, ხელისუფლება არ აქვეყნებდა რეგიონული საარჩევნო კომისიების წევრთა მონაცემებსა და საარჩევნო უბნების მისამართებს, არ იყო ორგანიზებული ღია ვიდეომონიტორინგი, ამასთან დაშვებული იყო გადასატანი საარჩევნო ყუთების გამოყენება. რუსეთის ცესკომ ადგილობრივ კომისიებს ასევე მისცა უფლება, საჭიროების შემთხვევაში ბიულეტენები თავად დაებეჭდათ ადგილზე და დათვლის დასრულებისთანავე ზემდგომ ორგანოებში არ გადაეგზავნათ.

ამასთან, არჩევნების დაწყებამდე რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერმა რესურსებმა დაიწყეს ვიდეოების გავრცელება, რომელთა მთავარი გზავნილი იყო, რომ საარჩევნო უბნებზე გაყალბებისა და ბიულეტენების ჩაყრის ამსახველი ვიდეოები შესაძლოა ხელოვნური ინტელექტით იყოს გენერირებული. რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვაც აცხადებდა, რომ მსგავს ტექნოლოგიებს თითქოს პირდაპირ ეთერში უბნებიდან გამოსახულების „ჩანაცვლებაც“ შეუძლიათ.

ომის მოწინააღმდეგე კანდიდატები რუსეთში დევნას წააწყდნენ

2026 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილე ათი პარტიიდან არც ერთი არ გამოსულა უკრაინაში მიმდინარე ომის დაგმობით. თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა პარტია „იაბლოკოს“, რომელიც თანმიმდევრულად აკრიტიკებდა ომს, თუმცა მოგვიანებით ის ფორმალური მიზეზებით მოხსნეს.

„იაბლოკო“ პარტიული სიებიდან ამოიღეს, თუმცა პარტიის ცალკეული წევრები არჩევნებში ერთმანდატიან ოლქებში კანდიდატებად მონაწილეობენ. მოგვიანებით ზოგიერთ მათგანსაც დევნა და არჩევნებიდან მოხსნა შეეხო სხვადასხვა საფუძვლით, ხშირად — ძველი ფოტოებისა და პოსტების გამო, მათ შორის ალექსეი ნავალნის ხსენებისთვის.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციონერებმა იულია ნავალნაიამ და მაქსიმ კაცმა რუსებს მოუწოდეს, ხმა მიეცათ ყველაზე ძლიერ ერთმანდატიან კანდიდატებისთვის, რომლებიც „ერთიანი რუსეთის“ წევრები არ არიან. თუმცა „იაბლოკოში“ ეს იდეა გააკრიტიკეს და ამის ნაცვლად ამომრჩევლებს ბიულეტენების გაფუჭება ურჩიეს.

პოპულარული

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...