ინაშვილი კობახიძეს – არის თუ არა, ეს, პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება?

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს და თავის ვრცელ წერილში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით კითხვას უსვამს – არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება „პატრიოტთა ალიანსისგან“ ხალხის ჩამოშორება, პარტიების ხელოვნურად შექმნა, დაბეზღების დაკანონება, მედიების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაპატრონება. ინაშვილს ასევე აინტერესებს, საიდან და როგორ აღმოჩნდა ღარიბაშვილის სახლში ოქროს ზოდები, ძირფასეულობა და ფული და რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურის კოშკთან.

„2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი პატრიოტთა ალიანსის სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო, მაგრამ უეცრად, რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩნდა. ეს რომ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო ან მსგავსი შემთხვევა, თუნდაც, ხუთი რომ ყოფილიყო, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ასეთი ფაქტები 2016 წელსაც და 2020 წელსაც ასობით დაფიქსირდა, არ დარჩა ქალაქი თუ სოფელი, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს არ იბირებდა ან ჩვენი პარტიის ავტორიტეტულ წევრებს არ არიდებდა პოლიტიკას. განსაკუთრებით მასშტაბური იყო ეს პროცესი 2020 წელს, საზოგადოებისთვის ცნობილი ათობით ადამიანი ჩვენგან მიჰყავდათ. ზოგი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში გადაყავდათ, უფრო მეტს სახელმწიფო სამსახურში ასაქმებდნენ, ზოგიც უბრალოდ დაიჭირეს, როგორც მაგალითად, სამველ პეტროსიანი- ახალქალაქში. 2020 წელს ამ პროცესებს სწორედ ამჟამინდელი პრემიერი კობახიძე ხელმძღვანელობდა. სამველ პეტროსიანიც მან დააჭერინა და ივანიშვილის პირადი ჩარევა გახდა საჭირო ამ კაცის გამოსაშვებად. ას ადამიანს მაინც დავასახელებ, რომლებიც ზემოაღწერილი მეთოდებით ჩამოაშორეს ჩვენს პარტიას. პრემიერ კობახიძეს უბრალო კითხვას ვუსვამ: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

2020 წელს მე პარლამენტში არ შევედი, არ შევიდა გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ მაინტერესებს, ამავე პერიოდში პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა (ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად) ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველოც, სხვა პარტიებიც. დამაფიქრებელი ისაა, რომ ჩვენი უარი პარლამენტში შესვლაზე განცხადების დაწერიდან 15 დღეში დააკმაყოფილეს, ლიბერალურ პარტიებს კი, კატეგორიულად არ უკმაყოფილებდნენ მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, არც დაუკმაყოფილეს, ფაქტობრივად, „ძალით შეათრიეს პარლამენტში“ (ეს მათივე ციტატაა) და საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ამ ფაქტს საჯაროდ აჟღერებდნენ. ვუსვამ კითხვას პრემიერ კობახიძეს: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

ბარიერგადალახულ პარტიას- პატრიოტთა ალიანსს ფრაქციის შექმნის საშუალებას რომ გაუუქმებ, საარჩევნო კომისიის წევრებს რომ ჩამოართმევ, ხელოვნურად რომ შექმნი „ევროპელ სოციალისტებს“ და ჩვენი კომისიის წევრებს რომ უკანონოდ გადასცემ და რაც მთავარია, ამ რესურსს „ქართული ოცნების“ აქტივით რომ ჩაანაცვლებ, მაინტერესებს: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

პარტიებს რომ ხელოვნურად ქმნი, რომლებსაც თავად მართავ, ხელოვნურად აწინაურებ და პოლიტიკურ სივრცეში მათ დამკვიდრებას ცდილობ, ამასაც შენი ძალაუფლების განსამტკიცებლად რომ აკეთებ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია?

დაბეზღების სისაძაგლეს რომ აკანონებ, შემდეგ მაბეზღარებს რომ პოულობ, პოლიტიკოსებზე „დანოსებს“ აწერინებ და სისხლის სამართლის საქმეებს რომ ღძრავ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ სრულად დაეპატრონები, იმედს, რუსთავი 2-ს და სხვა სახელისუფლებო არხებს რომ ბოლომდე დაიმორჩილებ და პოლიტიკური კონკურენტების სახელის გატეხვაზე ამუშავებ, ხელშიჩადგებული ტელევიზიების ეთერს შენთვის არასასურველ ოპონენტებს რომ უბლოკავ, ხოლო სხვა ტელეარხებზე გამოსვლის გამო, მუდმივად აშავებ და ჩირქს სცხებ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შენს კონკურენტებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას უზღუდავ? ამავდროულად, სხვადასხვა გზებით ალტერნატიულ ტელეარხებს რომ ანადგურებ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

არ გეგონოთ, რომ ამ კითხვებით შემოვიფარგლები, ეკონომიკურ კორუფციაზეც დავწერ და სოციალურ სფეროსც შევეხები, ახლა კი, სამ კითხვას დავსვამ:

1. საიდან და როგორ აღმოჩნდა ღარიბაშვილის სახლში ოქროს ზოდები, ძირფასეულობა და რაც მთავარია, ფული?
2. არა გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, არამედ სრულიად სხვა ადამიანი, პოლიტიკოსი გიორგი ლილუაშვილი, ლაზარე ჯორბენაძის თანამებრძოლი საჯაროდ აცხადებს, რომ ჯორბენაძემ მას აჩვენა დავით გარეჯთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტი, გიორგი ლილუაშვილის ეს განცხადება რატომ ამოიღო გამოძიებამ ჩვენებიდან?
3. და ბოლოს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვსარგებლობ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით და ვეკითხები პრემიერ კობახიძეს: განგვიმარტეთ, რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურის კოშკთან, რის საფუძველზეა შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება ბერთუბნისა და უდაბნოს ტაძრისკენ?

ირმა ინაშვილი, თბილისი, 2026 წლის 17 სექტემბერი.
P.S. როგორც აღვნიშნე, უახლოეს დღეებში ვისაუბრებ ეკონომიკაზეც, სოციალურ სფეროზეც და არა მარტო ამ სფეროებზე, ყველა იმ სიმახინჯეზე, რაც ფეოდალურ სახელმწიფოშია დამკვიდრებული!“ – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

პოპულარული

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად...

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მასირებული დარტყმისთვის ემზადება, თავს გაუფრთხილდით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის...

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...