ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

spot_imgspot_img

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება ომის დაწყების დღედ 8 აგვისტოს თვლის და არა 7 აგვისტოს, როცა საქართველოს ტერიტორიაზე პირველი რუსული შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ. შესაბამისად, ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს. წუხელ სახელმწიფო დაწესებულებებზე ეროვნული დროშები დაუშვეს, ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დილით კი ქართული ოცნების ლიდერები და პარტიის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.იქვე გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები და ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს სააკაშვილის ხელისუფლება.

ოცნების ლიდერები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის დადანაშაულება საქართველოს დადანაშაულებას არ ნიშნავს. ირაკლი კობახიძე ამბობს, 7 აგვისტოს სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა, რუსეთის ჯარი კი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა და ომიც ამ დღეს დაიწყო.

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას–უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს

რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის განცხადებით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და „რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს“.

„ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რაც შემდგარი ფაქტია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მთავარია, რომ ჩვენ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას მოჰყვა კონკრეტული გაგრძელება.

„გაგრძელება იყო ოკუპაცია და გაგრძელება იყო ე.წ. აღიარება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სააკაშვილი, ეს სისხლიანი, ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველო იყოს ერთი და იგივე.

როდესაც საუბარია ხელისუფლების აღიარებაზე, საქართველოში შედგა სამართლიანი არჩევნები და სამართლიან არჩევნებს და ხალხის ნებას ყველა უნდა შეეგუოს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განსაზღვრა მოვლენების ისე განვითარება, როგორც განვითარდა, იყო ის, რომ მიხეილ საკააშვილმა გააყალბა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

მიხეილ სააკაშვილი იყო გაყალბებით თავზე დასმული უცხოელი აგენტი. თქვენ ამოიღეთ მარტო მარნეულის შედეგები, სადაც შავით თეთრზე ჩანს, ანალიზიც არ უნდა. მე განახებთ რასაც ნახავთ 2008 წლის შედეგებში და თქვენ მანახეთ რა იქნება 2024 წლის შედეგებში. მარტო ერთ მაგალითს გეუბნებით, საიდანაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ტოტალურად გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, დაგვისვეს თავზე უცხოელი აგენტი და ამ უცხოელმა აგენტმა შემდეგ შეასრულა დავალება, მან და მისმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი და ამას მოჰყვა შესაბამისი ძალიან მძიმე გაგრძელება“, – თქვა კობახიძემ.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ომი არ იქნებოდა, 2008 წელს ხელისუფლებაში ქართული ოცნება რომ ყოფილიყო:

„თარიღებით მანიპულაცია და ჟონგლიორობა არის გამორჩეული ნიშა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, აგენტურა არის გამორჩეული. იგივე ხაზია, რაც 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი, 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო. სპეციალურად გარედან შემოგდებული საკითხებია, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზეც კი, გადაიფაროს მთავარი საკითხი. აქ საკითხი როდის დაიწყო ომი კი არ არის, არამედ კითხვა არის იმაში თუ რატომ დაიწყო ომი.

ომი არ იქნებოდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი. ხელისუფლებაში მაშინ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა ნგრევა, არ იქნებოდა მსხვერპლი. 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა.

ეს არის მთავარი კითხვა, რომლისგან გაქცევა უნდათ, რომ მაშინ საქართველო გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჭადრაკის დაფაზე გასაწირი პაიკი, რომელსაც თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ასეთი ფუნქცია დაგვაკისრეს მაშინ მარიონეტული რეჟიმის ხელით. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში გასაწირი პაიკი და პირიქით, 2022 წელსაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. 2022 წელს ვიღაცას უნდოდა, ჩვენ კვლავ პაიკი გავმხდარიყავით, კვლავ შევსულიყავით სამხედრო დაპირისპირებაში და ომში, მაშინ, როდესაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიოში შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი და ომი დაიწყო. 2022 წელს, „ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა. ამიტომ მთავარი საკითხია არა ის, როდის დაიწყო ომი, არამედ რატომ დაიწყო ომი, რატომ შეიყვანა სააკაშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველო ომში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სააკაშვილზე საუბარს დაუთმო დიდი დრო მიხეილ ყაველაშვილმაც. აგვისტოს ომის დაწყებაში ისიც სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს:

„ძალები, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოს წინაშე, დღეს კიდევ ბედავენ, სურვილი აქვთ, საჯარო სივრცეში ისაუბრონ და გაიმართლონ თავი, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ასეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო არასდროს ყოფილა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ და ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებზე და მათ გამონათქვამებზე. ეს ეხება ბარამიძეს, ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან, ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ეს პროცესი ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაშიფრი, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები, კონტრასტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, დღესაც კი სინანულს არ გამოთქვამენ, 500-მდე ადამიანია გარდაცვლილი, 120-მდე ჩვენი სოფელი დაკარგული, აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი – მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი ტრაგედია ვითარდებოდა ჩვენს საქართველოში. ამ ადამიანებს, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, სულ რამდენიმე წელში, ჯერ იმავე დღეებში, ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე, როცა ჯერ კიდევ, ჩემს უკან დაკრძალული საქართველოს გმირების ცხედრები გაციებული არ იყო, მათ ტაშ-ფანდური ჰქონდათ რუსთაველზე. მე არ მახსოვს ჩვენი პატრიარქი ასე მომტირალი, როცა მან ჩვენი გარდაცვლილი გმირების ცხედრები გადმოასვენა და მისცეს საშუალება, დაეკრძალათ ჩვენი გმირი სამხედროები. საქართველო მაშინ გლოვობდა, განიცდიდა ამ ტრაგედიას, ეს ძალა, რომლისთვისაც ეს უმნიშვნელო იყო, დავალების შემსრულებელი იყო, ამიტომ არ აქვთ მათგან – აგენტურისგან დავალებულ ტელევიზიებს პასუხი ამაზე.

მაშინ, როცა ანწუხელიძეს აწამებდნენ და როცა ეს გმირები ქუჩაში ეყარნენ, მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიგდებული იყვნენ, ხმა არ ამოუღიათ და პირიქით, დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ, სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს, ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი, რუსულ ფულს სუნი არ აქვს ამბობდნენ, კულტურული ურთიერთობების აღდგენას ცდილობდნენ. მაშინ, როცა ჩვენი ომი იყო, ხმა არ ამოუღიათ, უკრაინაში როცა შეიჭრა, მაშინ გახდა რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე?

ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი რომ არის, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა. არ ახსენდება არც ერთ ქართველ ადამიანს და არ ვიცი, არც სხვაგან არ მახსენდება, ლიდერი ისე მოიქცეს, საკუთარ დაცვას გაასწროს, უმნიშვნელო, თვითმფრინავის ხმაზე, სტუმარი ჰყავდა – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისე სამარცხვინოდ მოიქცა, ეს მის ინსტინქტებს აჩვენებს.

დღეს ჩვენ ვართ გაძლიერებული, დღეს ვართ ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით დავუშვებთ მსგავს დღეებს საქართველოსთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

აფეთქება მოსკოვის რესტორანში:რა არის ცნობილი გენერალ ჩაიკოს შესახებ?

მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, რესტორან „ბალზი როსისთან“ მომხდარი აფეთქება...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული...

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა – კობახიძე

ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, მაგალითად მკვლელობასთან დაკავშირებით...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს...

დაქირავებული ახალგაზრდა მკვლელები — თინეიჯერი ქილერები, რომლებსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობებისთვის იბირებენ

სტოკჰოლმის გარეუბანში, ზამთრის სიბნელიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა. მას...

რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა – მიმდინარეობს მოკვლევა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების...
spot_img

ყველა ამბავი

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...