როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს – ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას – რომელიც არასრულწლოვან ნია იმნაძეს წაუყენეს.

განცხადება ქეთევან სონიძემ 7 აგვისტოს ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელზეც ორ დაკავებულ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღმკვეთ ღოონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა. ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

„ჩვენ წაქეზებას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით ვამტკიცებთ – უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდადებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება. ეს არის ე.წ. პედოფილებთან მებრძოლი პირი. მას ბრალდება ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა და ამაშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა – საუბარია დიღმის ძალადობების ნაწილზე. ზოგადად, ის ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება გარკვეული ხასიათის ინტერესი ჰქონდეს არასრულწლოვანთა მიმართ. ადამიანს, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე ისედაც ნადირობდა, ასეთი ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მას მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ეს ფაქტობრივად წაქეზება იყო“, – განაცხადა პროკურორმა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყებას აქვს ფარული ჩანაწერი, რომელშიც ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერი იმნაძის საუბარია ასახული და ისინი ალექსანდრე გაბაშვილის (მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი) მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.

„საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამისს, ვალერი იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ …“, – განაცხადა პროკურორმა.

ორივე არასრულწლოვანი 5 აგვისტოს დააკავეს. ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება წაუყენეს, რაც 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

პოპულარული

ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი - მე-6 წერილი ციხიდან. პატიმრობაში მყოფი...

შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული – გედევან ფოფხაძე

"შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების...

დროა რომ ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს – პაპუაშვილი

"დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს" - წერს შალვა პაპუაშვილი...

სერბეთში გენოციდისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ათასობით ადამიანი, რომლებიც სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილ სარდალს, სამხედრო...

რეკორდული ტენდერები „ოცნების“ შემწირველისთვის

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა...

ზელენსკი: აშშ ზამთარში რუსეთსა და უკრაინას შორის დეესკალაციის ხელშეწყობას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს ინტერვიუ მისცა და...

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ევროპის წინააღმდეგ ომს არ გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა,...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...