გერმანიაში უკრაინის მოქალაქე დივერსიის მომზადების ეჭვით დააკავეს

spot_imgspot_img

უკრაინის 33 წლის მოქალაქე გერმანიის ფედერალურ მიწა თიურინგიაში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის აგენტის სახით ბავარიაში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმოს ფოტოებს იღებდა, რათა იქ დივერსია მოემზადებინა.მას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოში დივერსიის მომზადებაში მონაწილეობა ედება ბრალად. ამის შესახებ ხუთშაბათს, 6 ივლისს, მიუნხენის პროკურატურამ და ბავარიის კრიმინალური პოლიციის სამმართველომ განაცხადეს.

გამოძიების ვერსიით, ივნისში უკრაინის მოქალაქემ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის დავალებით ბავარიაში მდებარე თავდაცვის მრეწველობის საწარმოს შენობებს ფოტოები გადაუღო და გადაღებული მასალა თავის კურატორს გადასცა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ამის მიზანი საწარმოში დივერსიის მომზადება იყო. რომელი ქვეყნის დაზვერვა იდგა ამ ოპერაციის უკან, არ სახელდება.

მიუნხენის რაიონულმა სასამართლომ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასცა. ის სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დატოვეს. გამოძიების ინფორმაციით, 33 წლის უკრაინელი ე.წ. დაბალი რგოლის აგენტია — ასეთ პირებს შედარებით მარტივი ოპერაციების შესასრულებლად ქირაობენ და იყენებენ.

გერმანიაში სავარაუდო ჯაშუშების დაკავების სხვა შემთხვევები

აპრილში ბავარიაში, ავტომობილის გეგმური შემოწმებისას, უკრაინის 43 წლისა და ლატვიის 45 წლის მოქალაქეები დააკავეს. პოლიციამ მათ მანქანაში ყალბი პირადობის მოწმობები, კამერები, დრონი, GPS-ტრეკერები, რადიოსადგურები, რამდენიმე მობილური ტელეფონი და SIM-ბარათები აღმოაჩინა.

მამაკაცებს დივერსიის მიზნით ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი და პატიმრობა შეუფარდეს.

იმავე თვეში ბერლინში დააკავეს ყაზახეთის მოქალაქე სერგეი კ., რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების თანახმად, ის თავის კურატორს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა, მათ შორის გერმანიაში სამხედრო ტექნიკის კოლონების ფოტოებსა და დივერსიების შესაძლო გეგმებს.

2024 წლის იანვარში კი გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ სამ მამაკაცს ბრალი წაუყენა ქვეყანაში მდებარე რამდენიმე ობიექტის შესახებ მონაცემების შეგროვებაში, მათზე შემდგომში აფეთქებებისა და ხანძრების მოწყობის მიზნით.

საუბარია ბავარიაში მდებარე სამხედრო პოლიგონზე, საბრძოლო მასალების მწარმოებელ ქარხანასა და რკინიგზის სადგურზე, საიდანაც უკრაინაში სამხედრო დახმარება იგზავნებოდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება...

ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი...

განაჩენის გამოტანიდან 1 წლისთავზე მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) კიდევ ერთხელ ითხოვს ქართველი მედიადამფუძნებლისა...

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს...

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში:რა არის ცნობილი გენერალ ჩაიკოს შესახებ?

მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, რესტორან „ბალზი როსისთან“ მომხდარი აფეთქება...

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა...
spot_img

ყველა ამბავი

ირანში, ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებით მინიმუმ 56 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ფოლკერ ტიურკი, ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების საგანგაშო მატებას ეხმაურება და თეირანს რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.უმაღლესი...

გიგა ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს ბრალდება წარედგინათ

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე...

“ნატოსთან ბევრი კითხვა გვაქვს, უკრაინა მას ტექნოლოგიურად უსწრებს“–ზალუჟნი საკუთარ განცხადებას განმარტავს

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განმარტა თავისი განცხადება, რომლის მიხედვითაც, კიევი ნატოში...

უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან მუშაობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ  განაცხადა, რომ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან მუშაობენ.„ლიცენზიების საკითხზე მწარმოებლებთან შეხვედრები უკვე...

რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა – მიმდინარეობს მოკვლევა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციისას, "თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის...

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა – კობახიძე

ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, მაგალითად მკვლელობასთან დაკავშირებით ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის, ე.წ ჟურნალისტები, ე.წ ენჯეოები, ე.წ...

განაჩენის გამოტანიდან 1 წლისთავზე მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) კიდევ ერთხელ ითხოვს ქართველი მედიადამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაგლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი...

აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადაუგზავნა. ინფორმაციას, actual.ge-ი ავრცელებს.  მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების (TIR) შეფერხებაა...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1.6 წლით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ...

“7 ოქტომბერს, ღამით წყვილები იმნაძე/გაბაშვილი და რიკაძე/ბერუაშვილი ერთად აღნიშნავდნენ გიგაზე თავდასხმას ” – გიგა ავალიანის დედა,

"ეს იყო ხელოვნურ  ცირკი! მაგათ ყვირილი თუ უნდოდათ გაეგოთ, ისტერიკა თუ უნდოდათ გაეგოთ" - განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის...

ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ „რუსლანებთან“ ახლოს- გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შვებულება სასწრაფოდ შეწყვიტა

ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინული Ан-124 „რუსლანის“ თვითმფრინავების სადგომთან ახლოს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონის აღმოჩენის შემდეგ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი...