გიგა ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს ბრალდება წარედგინათ

spot_imgspot_img

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარედგინათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენისთანავე, გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

spot_imgspot_img

პოპულარული

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია...

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა...

უკრაინელებმა 48 საათში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი 13 ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის თქმით,...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთთან სამთავრობათაშორისო...

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის...

ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – ისინი ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად...

კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ...
spot_img

ყველა ამბავი

ირანში, ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებით მინიმუმ 56 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ფოლკერ ტიურკი, ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების საგანგაშო მატებას ეხმაურება და თეირანს რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.უმაღლესი...

“ნატოსთან ბევრი კითხვა გვაქვს, უკრაინა მას ტექნოლოგიურად უსწრებს“–ზალუჟნი საკუთარ განცხადებას განმარტავს

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განმარტა თავისი განცხადება, რომლის მიხედვითაც, კიევი ნატოში...

უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან მუშაობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ  განაცხადა, რომ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან მუშაობენ.„ლიცენზიების საკითხზე მწარმოებლებთან შეხვედრები უკვე...

რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა – მიმდინარეობს მოკვლევა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციისას, "თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის...

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა – კობახიძე

ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, მაგალითად მკვლელობასთან დაკავშირებით ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის, ე.წ ჟურნალისტები, ე.წ ენჯეოები, ე.წ...

განაჩენის გამოტანიდან 1 წლისთავზე მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) კიდევ ერთხელ ითხოვს ქართველი მედიადამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაგლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი...

აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადაუგზავნა. ინფორმაციას, actual.ge-ი ავრცელებს.  მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების (TIR) შეფერხებაა...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1.6 წლით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ...

“7 ოქტომბერს, ღამით წყვილები იმნაძე/გაბაშვილი და რიკაძე/ბერუაშვილი ერთად აღნიშნავდნენ გიგაზე თავდასხმას ” – გიგა ავალიანის დედა,

"ეს იყო ხელოვნურ  ცირკი! მაგათ ყვირილი თუ უნდოდათ გაეგოთ, ისტერიკა თუ უნდოდათ გაეგოთ" - განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის...

ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ „რუსლანებთან“ ახლოს- გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შვებულება სასწრაფოდ შეწყვიტა

ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინული Ан-124 „რუსლანის“ თვითმფრინავების სადგომთან ახლოს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონის აღმოჩენის შემდეგ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი...

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე რამდენიმე წუთის წინ საკუთარ სახლში  დააკავეს. ვიდეო-კადრები  "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე...