ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის, მაგალითად მკვლელობასთან დაკავშირებით ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის, ე.წ ჟურნალისტები, ე.წ ენჯეოები, ე.წ პარტაქტივი, რომ თითქოს მკვლელობების კუთხით არის გაუარესებული ვითარება.

ამ დროს სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე და მე მინდა შეგახსენოთ, რომ მკვლელობა არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც სტატისტიკაში მანიპულირება არის სრულიად შეუძლებელი.

სტატისტიკა აჩვენებს რას, რომ ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ, 2020 წლის შემდეგ პერიოდი, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, წლიდან წლამდე ყოველ წელს მცირდებოდა მკვლელობის სტატისტიკა.

რაც შეეხება, 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული სტატისტიკა, ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები, რასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ საბოტაჟის სახით ეს ადამიანები აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს.

ამბობს  “ქართული ოცნების”  პრემიერი, ირაკლი კობახიძე მედიასთან.