სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა — Facebook-მა და Instagram-მა — ბავშვებსა და მოზარდებს მიაყენა. ეს თანხა ემატება 375 მილიონი დოლარის ჯარიმას, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანიას მარტში დააკისრეს.

კომპენსაციის უდიდესი ნაწილი — 420 მილიონი დოლარი — დაზარალებული ახალგაზრდების დახმარების პროგრამებს მოხმარდება. დანარჩენი თანხა გამოყენებული იქნება, მათ შორის, მასწავლებლებისა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების გადამზადებისთვის, რათა მათ უკეთ იცოდნენ, როგორ გაუმკლავდნენ სოციალური ქსელების მოზარდებზე მავნე გავლენას.

მოსამართლე ბრაიან ბიდშაიდმა ასევე დაადგინა, რომ Meta-მ არასრულწლოვანი მომხმარებლებისთვის დამატებითი შეზღუდვები უნდა შემოიღოს. მაგალითად, მათთვის უნდა დაიმალოს „ლაიქების“ რაოდენობა, არ უნდა გაეგზავნოთ push-შეტყობინებები ღამით და სასწავლო დღის განმავლობაში, ასევე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ალგორითმები ზრდასრულ მომხმარებლებს ბავშვებისა და მოზარდების ანგარიშებს რეკომენდაციებში არ სთავაზობდეს.

„ისევე, როგორც ქარხნები აბინძურებენ გარემოს და ამით შესაძლოა ადამიანის საკმარისად სუფთა ჰაერზე უფლება დაარღვიონ, ზიანი, რომელსაც Meta-ს პლატფორმები ბავშვებს აყენებს, თავად პლატფორმების შიგნით არ რჩება. ეს ზიანი ინტერნეტს სცდება და — რაც, ალბათ, კიდევ უფრო შემაშფოთებელია — რეალურ სამყაროშიც გადადის“, — დაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში.

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გამარჯვებაა ყველა იმ მშობლისთვის, ვისაც ოდესმე უნერვიულია იმაზე, თუ რას უკეთებს სოციალური მედია მათ შვილებს, და ყველა ბავშვისთვის, რომელიც იმსახურებს, უფრო უსაფრთხო ინტერნეტგარემოში გაიზარდოს“, — განაცხადა ნიუ-მექსიკოს გენერალურმა პროკურორმა რაულ ტორესმა.

Meta სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ, რათა ჩვენი პლატფორმების მომხმარებლების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და ღიად ვსაუბრობთ იმ სირთულეებზე, რომლებიც საზიანო მასალებისა და ბოროტი განზრახვის მქონე პირების გამოვლენასა და მოცილებას უკავშირდება“, — განაცხადეს კომპანიაში.

„ჩვენ კვლავ დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია მოზარდების ონლაინუსაფრთხოების უზრუნველყოფა და გავაგრძელებთ თავის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რომლებიც ფაქტებს ამახინჯებს“, — დასძინა Meta-მ.

Meta-ს პროდუქტების მიერ ბავშვებისა და მოზარდებისთვის მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელი ნიუ-მექსიკოს შტატის პროკურორებმა 2023 წელს შეიტანეს.

საქმის განხილვის პირველ ეტაპზე Meta დამნაშავედ ცნეს ნიუ-მექსიკოს არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის შესახებ კანონის არაერთგზის დარღვევაში, რადგან სოციალური ქსელების ალგორითმები, ფაქტობრივად, ახალგაზრდა მომხმარებლებს საზიანო მასალებისა და კონტაქტებისკენ „მიმართავდა“. მაშინ ნაფიცმა მსაჯულებმა Meta-ს მაქსიმალურად შესაძლებელი ჯარიმა — 375 მილიონი დოლარი — დააკისრეს.

ნიუ-მექსიკოს საქმე ერთადერთი არ არის. რამდენიმე ათეულმა შტატმა Meta-ს წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ახალგაზრდა მომხმარებლების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო, კიდევ რვა შტატმა კი კომპანია საკუთარ შტატებში გაასაჩივრა. ფედერალური საქმის განხილვას კალიფორნიის სასამართლო უკვე აგვისტოში დაიწყებს.

მსხვილი სოციალური ქსელების წინააღმდეგ სარჩელები კერძო პირებსაც შეაქვთ. 2026 წლის მარტში ლოს-ანჯელესის სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ და Google-მა 20 წლის ქალს 6 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ. ქალი ამტკიცებდა, რომ ამ კომპანიების პლატფორმებმა მასში დეპრესია და თვითმკვლელობაზე ფიქრები გამოიწვია.

პოპულარული

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს...

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ...

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ...

ირაკლის განადგურების პროცესი ივანიშვილის გარეშე არ განვითარდებოდა, თუმცა ის დაარწმუნეს – ღარიბაშვილის ცოლის ძმა

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი სოციალურ...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ...

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან...

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა-ტარებისა...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...