ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ მოედანზე [ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე] პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად აქტიურად ვითარდება ვაჭრობა, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები. ბოლოს და ბოლოს — და ამ შემთხვევაში სიტყვა „ალილუიას“ გამოვიყენებ, რადგან ამას იმდენად დიდხანს ველოდით — სავიზო შეზღუდვები მოიხსნა. და ის, რისი შესაძლებლობაც, ფაქტობრივად, საქართველოდან ჩამოსულ მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებსა და დელეგაციებს ჰქონდათ, რომლებიც ამ ფორუმში მონაწილეობდნენ, ახლა ამ ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია“, — განაცხადა მან, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფორუმზე ქვეყნების ფართო წარმომადგენლობას.

„ყველას ველოდებით. ჩვენ ნამდვილად მოგვენატრეთ. ეს არის ყველაზე ზუსტი სიტყვა: ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა“, — დასძინა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, საქართველოს მიმართულება, რომელიც რუსი ტურისტებისთვის ღიაა, ვითარდება.

„როგორ ხვდებიან იქ ჩვენს მოქალაქეებს, როგორი კარგი მომსახურებაა. იმავეს თქმა შემიძლია რუსეთზეც. ჩვენ ველოდებით როგორც ტურისტულ ნაკადებს, ისე ადამიანებს ნებისმიერი სხვა — ჰუმანიტარული, ეკონომიკური თუ ბიზნესმიზნებით, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“, — განმარტა მან.

ზახაროვას თქმით, ის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებსაც ესაუბრა, კითხვები კი ჟურნალისტებმაც დაუსვეს, „სწორედ საქართველოს წარმომადგენლებმა“.

„ჩვენ არასოდეს აგვიგია ბარიერები და არ შეგვიქმნია დაბრკოლებები მათთვის, ვინც ჩვენთან მშვიდობით მოდიოდა. იქნებოდნენ ისინი არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების წარმომადგენლები თუ ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლები — არანაირი სეგრეგაცია არასდროს ყოფილა“, — განაცხადა ზახაროვამ.

პოპულარული

ფინეთის პრეზიდენტი, მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტებისთვის და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსულ დრონებთან...

„ოცნება“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ევროსაბჭოს სემინარის მსმენელთა „ტვინის გამორეცხვაში“ ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ იერიში არმაზ ახვლედიანის მიერ დაფუძნებულ თბილისის პოლიტიკური...

რუსული დრონი CIA-ს ყოფილი დირექტორის მატარებლის გვერდით მდგარ ლოკომოტივს მოხვდა

კვირას, 14 სექტემბერს, რუსული დრონის დარტმისას, იაჰოდინის სადგურზე იმყოფებოდა...

ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა...

The Telegraph: შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის...

აცტეკური ხელნაწერი ორი საუკუნის შემდეგ მექსიკაში დააბრუნეს – თუმცა დროებით

Azcatitlan-ის კოდექსი — იშვიათი და განსაკუთრებით ღირებული ხელნაწერი, რომელიც...

მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარით დააჯარიმეს

მალხაზ მაჩალიკაშვილს საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის...

ყველა ამბავი

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების...

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამით მოაგვარეს დიპლომატიური დავა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ...

პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი – ბესელია ბაღებში ინტოქსიკაციაზე

"საკვებ პროდუქტებზე პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი - ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა,...

Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა კრემლის გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ერთ-ერთი მიზანი არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნაა

გამოცემა Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი ღია წვდომაში არ უნდა მოხვედრილიყო. გეგმით...

პუტინის კომპიუტერი მოპარული Windows-ით მუშაობს

კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში დისტანციურად აძლევს ხმას, საერთაშორისო მედიისა და სოციალური...

Bloomberg: მობილიზაციის შიშით, კრემლის ჩინოვნიკებს, აქტივები, ფარულად, საზღვარგარეთ გააქვთ

გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების შემდეგ შესაძლო მასშტაბური მობილიზაციის შესახებ იზრდება არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებში,...

გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მინისტრის მოადგილე გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ 'ქართული ოცნების" მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 15 სექტემბრით თარიღდება."სახელმწიფო...

საფრანგეთი რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე გეგმას შეიმუშავებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საზოგადოება და მედია გააფრთხილა, რომ რუსეთის მხრიდან ევროპისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხე გაძლიერდა.BBC-ს...

4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რის შედეგადაც ის სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.ჩახუნაშვილს,...

დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები, მათ შორის კალაძე – ენმ ბაღებზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შემთხვევებს გამოეხმაურა."ამ წუთებში თბილისის სამედიცინო კლინიკები ბაღებში მოწამლული...

„ოცნება“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ევროსაბჭოს სემინარის მსმენელთა „ტვინის გამორეცხვაში“ ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ იერიში არმაზ ახვლედიანის მიერ დაფუძნებულ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე. ბახმაროში ჩატარებული სემინარის გამო, რომელიც ევროპის საბჭოს ფინანსური...

“პრემიერმინისტრებს მილიონები კარგად აქვთ, ეს დედამო***ული და სკოლაზეა საუბარი, ტო. ჩაგაფურთხეთ მე თქვენ სამშობლოს სიყვარულში” – გიორგი ყიფშიძე

"პრემიერმინისტრებს მილიონები კარგად აქვთ, ეს დედამო***ული და სკოლაზეა საუბარი, ტო. ჩაგაფურთხეთ მე თქვენ სამშობლოს სიყვარულში" ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე...