Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა კრემლის გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ერთ-ერთი მიზანი არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნაა

გამოცემა Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი ღია წვდომაში არ უნდა მოხვედრილიყო. გეგმით გათვალისწინებულ ზომებს შორისაა არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროპაგანდისთვის.

„რუსეთის ფედერაციაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელების ღონისძიებათა გეგმა“, რომელიც ვიცე-პრემიერმა დმიტრი ჩერნიშენკომ 2025 წლის მარტში დაამტკიცა, ოფიციალურად არასოდეს გამოქვეყნებულა, თუმცა ზუსტად ამავე სახელწოდებისა და რეკვიზიტების მქონე პროექტს — № ДЧ-П44-10219 — შესაბამისი რეგიონული და მუნიციპალური გეგმების შემმუშავებლები ეყრდნობოდნენ.

თავად სტრატეგია ვლადიმირ პუტინმა 2024 წლის დეკემბერში დაამტკიცა. დოკუმენტიდან ჩანს, რას მიიჩნევს კრემლი ძირითად „ექსტრემისტულ“ საფრთხეებად და როგორ აპირებს მათთან ბრძოლას. ღონისძიებათა გეგმა კი ხელისუფლების სამომავლო ნაბიჯებს აკონკრეტებს. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთ შემთხვევაში ის საწყისი დოკუმენტის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება.

რას წარმოადგენს დოკუმენტი, რომელიც Meduza-მ აღმოაჩინა და რას წერს გამოცემა

„დოკუმენტი მოულოდნელ ადგილას აღმოვაჩინეთ: ფაილი, რომელსაც გრიფი „სამსახურებრივი გამოყენებისთვის“ ჰქონდა, ნახევარი წლის წინ gosuslugi.ru-ს დომენურ ზონაში — კრასნოდარის მხარის სტანიცა ლენინგრადსკაიაში მდებარე სკოლის ვებგვერდზე გამოჩნდა.

ამავე დროს, 10–11 მარტს, იქვე კიდევ ათამდე სხვა დოკუმენტი აიტვირთა. მათ შორის იყო როგორც სკოლის შიდა გეგმა ექსტრემიზმისა და ტერორიზმის პრევენციის შესახებ, ისე 2024–2028 წლების ტერორიზმის იდეოლოგიასთან ბრძოლის კომპლექსური ფედერალური გეგმა. ეს უკანასკნელი ФСБ-ის ხელმძღვანელმა შეიმუშავა და რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა. ის ადრეც იყო გამოქვეყნებული, თუმცა სკოლის ხელში აღმოჩნდა ვერსია, რომელსაც ალექსანდრ ბორტნიკოვისა და ვლადიმირ პუტინის ხელმოწერები ჰქონდა.

ეს დოკუმენტი ნამდვილია?

ჩვენ მიერ შესწავლილი ფედერალური გეგმა 77 პუნქტს მოიცავს და თითოეული მათგანისთვის მითითებულია პასუხისმგებელი უწყება.

დოკუმენტში არ არის დეტალურად აღწერილი ნაბიჯები, რომლებიც ექსტრემიზმთან ბრძოლის განახლებული სტრატეგიის განხორციელებას ემსახურება, ამიტომ ზოგიერთი ინიციატივის კონტექსტი შესაძლოა ბოლომდე გასაგები არ იყოს.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩამოთვალა არა აბსტრაქტული საფრთხეები, არამედ კონკრეტული მოვლენები და გამოწვევები, რომელთა წინააღმდეგაც პირველ რიგში აპირებს ბრძოლას.

ვარკვევთ, კონკრეტულად რა საფრთხეებს — და სად — ხედავს კრემლი.

რუსოფობია ახალ საფრთხედ გამოცხადდა, თუმცა მისი ძებნა მხოლოდ არმიასა და ძალოვან უწყებებში გადაწყვიტეს

20. ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართული იქნება რუსოფობიის, ქსენოფობიის, რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციისა და აღკვეთისკენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარებს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.

ექსტრემიზმთან ბრძოლის სტრატეგიაში რუსოფობია ასე იყო განმარტებული:

რუსეთის მოქალაქეების, რუსული ენისა და კულტურის, რუსეთის ტრადიციებისა და ისტორიის მიმართ არაკეთილგანწყობილი, მიკერძოებული და მტრული დამოკიდებულება, რომელიც, მათ შორის, გამოიხატება პოლიტიკური ძალებისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების აგრესიულ განწყობებსა და ქმედებებში, ასევე რუსეთის მიმართ არამეგობრული სახელმწიფოების ხელისუფლებების დისკრიმინაციულ ქმედებებში.

იმავე დოკუმენტში რუსოფობია უკრაინის ომსაც დაუკავშირეს. პუტინი არამეგობრულ სახელმწიფოებს ადანაშაულებდა „უკრაინის კრიზისის“ გამოყენებაში, რათა „მსოფლიოში აგრესიული რუსოფობიური განწყობები გაეღვივებინათ“.

თუმცა, თუ „მედუზას“ მიერ შესწავლილ ღონისძიებათა გეგმას დავეყრდნობით, გამოდის, რომ:

ან რუსოფობია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, როსგვარდიაში, ФСБ-სა და შსს-ში აღმოაჩინეს;
ან სხვა რუსოფობებთან ბრძოლა გაცილებით რთულია, ან საერთოდ შეუძლებელი;
ან ასეთი ბრძოლა სინამდვილეში ფედერალური ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
მეტი ექსტრემიზმთან ბრძოლის სტრატეგიის შესახებ

ექსტრემისტების მიზანმიმართულად ძებნას წვევამდელებსა და კონტრაქტით მოსამსახურეებს შორისაც აპირებდნენ

21. ერთობლივი ზომების მიღება, მათ შორის სამხედრო კომისარიატებისა და კონტრაქტით სამხედრო სამსახურში შერჩევის პუნქტების ჩართვით, იმ მიზნით, რომ მიღებული იყოს ინფორმაცია წვევამდელი ასაკის მოქალაქეებისა და კონტრაქტით სამსახურში შესული პირების ექსტრემისტული მიმართულების სტრუქტურებთან კავშირის შესახებ.

ამაზე თავდაცვის სამინისტროს, როსგვარდიას, შსს-სა და ФСБ-ს უნდა ემუშავათ.

სტრატეგიის ტექსტში არც წვევამდელები, არც კონტრაქტით მოსამსახურეები, არც სამხედრო კომისარიატები და არც თავად თავდაცვის სამინისტრო არ არის ნახსენები.

და კიდევ — სპორტულ მწვრთნელებს შორის

6. საკანონმდებლო ზომების მიღება სპორტულ სფეროში ექსტრემისტული იდეოლოგიის მომხრეთა შეღწევის აღსაკვეთად, მათ შორის სპორტული სკოლებისა და კლუბების სამწვრთნელო-სასწავლო შემადგენლობაში.

მსგავსი პრობლემა სტრატეგიის ტექსტშიც გვხვდება, თუმცა იქ აქცენტი საბრძოლო ხელოვნებებზე კეთდებოდა:

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რადიკალიზმის გავრცელება სპორტულ გარემოში, მათ შორის სპორტულ სკოლებსა და საბრძოლო ხელოვნებების კლუბებში, ასევე ექსტრემისტული იდეოლოგიის მომხრეთა შეღწევა სამწვრთნელო-სასწავლო შემადგენლობაში.

ახალი ფორმულირება ფორმალურად შეიძლება საერთოდ ყველა სპორტულ სკოლას შეეხოს — ფიგურული სრიალიდან ჭადრაკამდე.

2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება მწვრთნელების ერთიანი რეესტრის შექმნას გეგმავდა. პუტინმა მთავრობას დაავალა, მოეფიქრებინა, როგორ უნდა ჩამოეყალიბებინა სპორტის სამინისტროს ეს რეესტრი და ვის, რა ფორმით ექნებოდა წვდომა შეგროვებულ ინფორმაციაზე. დავალება 2026 წლის 15 აპრილამდე უნდა შესრულებულიყო. მოახერხა თუ არა მინისტრთა კაბინეტმა ვადაში ჩატევა, უცნობია: სისტემის ამოქმედების შესახებ ღია წვდომაში დოკუმენტები არ არსებობს.

ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს ინიციატივა დაკავშირებული ანტიექსტრემისტულ ღონისძიებათა გეგმასთან. თუმცა სხვა „საკანონმდებლო ხასიათის ზომები“ ვერ ვიპოვეთ.

ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე შექმნილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, როგორც ირკვევა, ხელისუფლების გარკვეულ ორგანოებში კორუფციულ კავშირებს წარმატებით ამყარებენ

13. ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანებების, მათ შორის ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე ჩამოყალიბებული ჯგუფების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კორუფციული კავშირების გამოვლენა და აღკვეთა, ასევე მათი მხრიდან ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსების დაუშვებლობა.

სტრატეგიის ტექსტში არც კორუფციაა ნახსენები და არც ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანებები. მით უმეტეს — „ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე“ შექმნილი ჯგუფები. გაუგებარია, კონკრეტულად რომელ რელიგიებზეა საუბარი. კანონში „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“ იმ რელიგიებს შორის, რომლებიც „რუსეთის ხალხთა ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად“ არის მიჩნეული, დასახელებულია მხოლოდ:

ქრისტიანობა;
ისლამი;
ბუდიზმი;
იუდაიზმი.

ხელისუფლების აზრით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს „ტრადიციული“ რუსული ღირებულებები არ აქვთ

61. ზომების მიღება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობის, ასევე ამ ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებში მუდმივ საცხოვრებლად გადასული პირების რუსეთის საზოგადოებაში ჰარმონიული სოციალურ-კულტურული ინტეგრაციისთვის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად. მათი ჩართვა მოხალისეობრივ და სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში, რაც მათში ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილების მცხოვრებლების ინტეგრაციის აუცილებლობაზე სტრატეგიის ტექსტშიც იყო საუბარი. თუმცა ღონისძიებათა გეგმიდან შევიტყვეთ, რომ მათ „ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებები“ არ აქვთ — და ეს ღირებულებები მათთვის ჯერ უნდა „დანერგონ“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში პრეზიდენტის ბრძანებულებით ტრადიციულ ღირებულებათა ასეთი სია განისაზღვრა:

სიცოცხლე;
ღირსება;
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;
პატრიოტიზმი;
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
სამშობლოს სამსახური და მის ბედზე პასუხისმგებლობა;
მაღალი ზნეობრივი იდეალები;
მტკიცე ოჯახი;
შემოქმედებითი შრომა;
სულიერის უპირატესობა მატერიალურზე;
ჰუმანიზმი;
მოწყალება;
სამართლიანობა;
კოლექტივიზმი;
ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა;
ისტორიული მეხსიერება და თაობათა უწყვეტობა;
რუსეთის ხალხთა ერთიანობა.

და რა აქვთ ამ ღირებულებების ნაცვლად? რა თქმა უნდა, ხელისუფლებას „ნეონაციზმი და უკრაინული ნაციონალიზმიც“ არ დავიწყებია

12. ექსტრემიზმთან ბრძოლის სუბიექტებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა სასაზღვრო ტერიტორიებსა და რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტების ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში საერთაშორისო ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების წევრების შეღწევის აღსაკვეთად. კოორდინირებული ზომების განხორციელება, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ახალ სუბიექტებში ექსტრემისტული იდეოლოგიის, პირველ რიგში კი ნეონაციზმისა და უკრაინული ნაციონალიზმის გავრცელების პრევენციასა და აღკვეთას ემსახურება.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ანტიექსტრემისტული პროპაგანდისთვისაც აპირებდნენ

45. წინადადებების მომზადება ხელოვნური ინტელექტისა და დიდი მონაცემების დამუშავების ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის, მონიტორინგისთვის; მათ შორის მონაცემების ნაკადური ანალიზის ჩატარების, ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილე პირების დეანონიმიზაციის, ასევე ექსტრემისტული საქმიანობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადებისა და გავრცელების გზით, რომლებიც ორიენტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების სიფხიზლის გაზრდასა და მათში ექსტრემიზმთან ბრძოლისადმი ინტერესის გაჩენაზე.

თავად სტრატეგიაში უკვე იყო ნახსენები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გეგმები „ექსტრემისტების“ დეანონიმიზაციისა და პუბლიკაციების მონიტორინგისთვის. ღონისძიებათა გეგმამ ეს ფორმულირებები სიტყვასიტყვით შეინარჩუნა, თუმცა დაამატა ხელოვნური ინტელექტის პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენების განზრახვაც.

გაუგებარია, კონკრეტულად რა ამოცანა დაუსახეს აქ ციფრული განვითარების სამინისტროს, როსკომნადზორს, შსს-სა და ФСБ-ს. პირველი, რაც თავში მოდის, სოციალური ქსელებისთვის ნეიროქსელებით გენერირებული დაბალი ხარისხის მასობრივი კონტენტის შექმნაა“ – წერს Meduza.

პოპულარული

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით...

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი, მეორე – კალუგინი მოსკოვში – სამადაშვილი

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი...

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს ცვლის-უფრო სწრაფი ინტეგრაცია კანდიდატებისთვის და თავის დაცვა “ახალი ორბანებისგან“

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის ახალი წესები მოამზადა. ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას...

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ – ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...