“საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა – აი, აქ ვარ. ახლა ვნახოთ, ვის აქვს გამბედაობა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შემდეგ ჯერზე დავრწმუნდები, რომ ჯასტინის ხელთათმანებს შეამოწმებენ, რათა შიგნით რამე უცნაური არ ჩადოს. მალე შევხვდებით.“
წერს UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია X-ზე.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიიღო და აღდგენით პროცესს გადიოდა. ახლა კი UFC-ის ყოფილი ჩემპიონი სრულ მზადყოფნაშია და რევანშისთვის ან ახალი ბრძოლისთვის ემზადება.





