ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.როგორც ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრის, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებითა და პოლიტიკური საბჭოს წევრთა თანხმობით მიიღეს.

„პოლიტიკური პატიმრის, ლევან ხაბეიშვილის შემოთავაზებითა და პოლიტიკური საბჭოს წევრთა თანხმობით, გავხდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გამოცხადებული ნდობისთვის.

განსაკუთრებით მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა ლევან ხაბეიშვილზე. ბოლო წლების განმავლობაში მან არაერთხელ აჩვენა სიმტკიცე, თავდადება და საკუთარი პრინციპების ერთგულება. ჩემთვის და მრავალი ადამიანისთვის ის არის ადამიანი, რომელმაც რთულ ვითარებაშიც არ დაკარგა ბრძოლისთვის საჭირო ძალა და რწმენა. სწორედ ამიტომ არის ის ჩვენთვის ძვირფასი — არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც მეგობარი, თანამებრძოლი და ღირსეული ადამიანი.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო. მე არ ვეძებ ძალაუფლებას და არც პოლიტიკური სტატუსი ყოფილა ოდესმე ჩემი მიზანი. ამ გადაწყვეტილების უკან დგას მხოლოდ ერთი მოტივი — საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბრძოლაში გავატარე — სიმართლისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ამიტომაც დღესაც საკუთარ თავს პოლიტიკოსად კი არა, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქედ, პატრიოტად და მებრძოლად მივიჩნევ, რომელსაც არ შეუძლია გულგრილად უყუროს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

ამ პარტიის ისტორიას უკავშირდება საქართველოს უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რეფორმა და გარდაქმნა. მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომლის სახელთანაც მრავალი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცვლილება და ქვეყნის აღმშენებლობა ასოცირდება. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთი ვალდებულება და კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც სამშობლოს მსახურება ჰქვია.

მჯერა საქართველოსი! მჯერა ქართველი ხალხის! და მჯერა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალი ჯერ კიდევ წინ არის“, – წერს ნადარეიშვილი.

პოპულარული

ევროკავშირის ახალი გაფართოების სტრატეგიაში საქართველო არ ფიგურირებს

ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა გაფართოების ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი,...

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს – კობახიძე პატიმარ დავითაძეზე

"აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - "ქართული...

დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – პაპუაშვილი დავითაძეზე

"დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - განაცხადა ამის...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...