პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ 6 ეპისკოპოსი წარსდგნენ.

მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საქმეში პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების არსებობით დაასაბუთა და მედიის წარმომადგენლებს დარბაზი დაატოვებინა.

სხდომის დაწყებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე აკოპ მანუკიანმა თვითაცილების შესახებ განაცხადა იმ მიზეზით, რომ წარსულში თავად იყო ლიცენზირებული ადვოკატი და ლიცენზია თავის დროზე სწორედ კათალისოსის ადვოკატმა გადასცა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამ ფაქტს შესაძლოა საზოგადოებაში ეჭვები გაეჩინა მისი მიუკერძოებლობის მიმართ. ამიტომ, მიიღო გადაწყვეტილება, საერთოდ ჩამოშორებოდა ამ სკანდალურ პროცესს. შესაბამისად, პირველი პროცესი ჩაიშალა და გადაიდო, რის შემდეგაც საქმე ხელახლა გადაანაწილდება.

სომხური საინფორმაციო პლატფორმების ცნობით, სასამართლოს შენობასთან შეკრებილები პატრიარქს აპლოდისმენტებითა და სკანდირებით — „პატრიარქო!“ შეხვდნენ. სამღვდელოებამ შეასრულა ტრადიციული შარაკანი „შეუნარჩუნე შეურყევლად წმინდა ეჩმიაძინის საყდარი“ და წაიკითხა ლოცვა „მამაო ჩვენო“.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის წარმოება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, ხოლო საბოლოო ბრალდება ივლისის ბოლოს წარადგინა. გარეგინ II-ს და ეპისკოპოსებს ბრალად ედებათ სასამართლო აქტის განზრახ შეუსრულებლობა და მისი აღსრულებისთვის ხელის შეშლა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით.

კონფლიქტის საფუძველი ყოფილი სასულიერო პირის, არმან (გევორგ) საროიანის საქმეა. ეკლესიამ ეპისკოპოსი საროიანი დაუმორჩილებლობისა და აღთქმის დარღვევის გამო თანამდებობიდან გადააყენა და საერო სტატუსამდე დაიყვანა.

სომხური ოპოზიციური წყაროების ცნობით, საროიანი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგან, ვინც მხარს უჭერდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამთავრობო კამპანიას. საროიანმა ეკლესიის გადაწყვეტილება საერო სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა ეპარქიის ხელმძღვანელის პოსტზე აღდგენა. სამოქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აუკრძალა ეკლესიას მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. თუმცა, კათოლიკოსმა და უმაღლესმა საბჭომ გამოსცეს განკარგულება მისი საბოლოო განკვეთისა და საყდრიდან ჩამოშორების შესახებ, რაც პროკურატურამ კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების საბოტაჟად მიიჩნია.

კათოლიკოსის ადვოკატი, არა ზოგრაბიანი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ჩარევა კათოლიკოსის კანონიკურ გადაწყვეტილებებში ეკლესიის ავტონომიისა და რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევაა. მისი თქმით, პატრიარქს სისხლის სამართლის წესით სდევნიან მისი პირდაპირი საეკლესიო მოვალეობის შესრულებისთვის.

დამკვირვებლები და სომხური მედია აღნიშნავენ, რომ ეს სასამართლო პროცესი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის არსებული მრავალთვიანი მწვავე დაპირისპირების პიკია.

პოპულარული

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების...

მარტში ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 18 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ...

მოსკოვი საქართველოს, ჩრდ. კორეასა და სხვა ქვეყნებს თანამშრომლობის განვითარებას სთავაზობს

რუსეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ირანთან, მონღოლეთთან,...

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა $51.5 მილიონად გაყიდა – New York Post

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი...

აშშ-მა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანზე...

შარმანაშვილი – ღარიბაშვილზე „დიფ სთეითმა“ იმოქმედა

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული პირების...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...