აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტი, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების, ბანკების და ენერგეტკული სექტორის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, თუმცა მასზე კენჭისყრა საზაფხულო საპარლამენტო არდადეგების გამო სექტემბრის დასაწყისამდე არ გაიმართება.

პაკეტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, რუსი მაღალჩინოსნების, ოლიგარქების, ფინანსური ინსტიტუტების,  და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომელსაც ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებენ.

კანონპროექტი ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლებას მისცემს, რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველი ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე 100 პროცენტამდე ტარიფები დააწესოს.

დოკუმენტი გამონაკლისებს ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთიდან მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის 15 პროცენტზე ნაკლებს იღებენ და ამ იმპორტის შესამცირებლად შესაბამის ნაბიჯებს დგამენ.

კანონპროექტს სენატორ ლინდსი გრემის სახელი ეწოდა

კანონპროექტს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელი ეწოდა. გრემი 11 ივლისს გარდაიცვალა. ის ამ ინიციატივისთვის მხარდაჭერის მოპოვებას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

28 ივლისს სენატმა 86 ხმით 12-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას — ეს პროცედურული კენჭისყრა იყო და არა საბოლოო მიღება. 7 აგვისტოს კი სენატმა კანონპროექტი უკვე საბოლოოდ დაამტკიცა — 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ.

ახლა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. ამის შემდეგ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რუსეთისთვის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება აუცილებელია იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დაფინანსების შესაძლებლობა შეეზღუდოს. ომი უკვე მეხუთე წელია გრძელდება.

აშშ-ში რუსეთის საელჩომ კანონპროექტი დაგმო და განაცხადა, რომ ის „დათვურ სამსახურს უწევს აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას“.

პოპულარული

აშშ-ში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციები გადადონ

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთურ“ სანქციებს მხარს უჭერენ,...

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას – მედვედევი

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ...

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა...

მარტში ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 18 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ...

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების...

მოსკოვი საქართველოს, ჩრდ. კორეასა და სხვა ქვეყნებს თანამშრომლობის განვითარებას სთავაზობს

რუსეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ირანთან, მონღოლეთთან,...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე...

თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა."შინაგან საქმეთა...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...