დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო შემოიღო. სეუტა გიბრალტარის სრუტის აფრიკულ სანაპიროზე მდებარეობს და მაროკოს ესაზღვრება. ამის შესახებ პარასკევს, 7 აგვისტოს, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია.

იტალიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მადრიდისგან „ულტიმატუმებს ან დიქტატს“ არ მიიღებს და დასძინა, რომ ესპანეთიდან ჩასული მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის რეჟიმის შეჩერებას სულ მცირე 15 აგვისტომდე შეინარჩუნებს.

იტალიას სურს დარწმუნდეს, რომ ახალი მიგრაციული ტალღა არ დაიწყება

ჯორჯა მელონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესპანეთის ხელისუფლებამ თავად გააფრთხილა პარტნიორები, რომ 15 აგვისტოს სეუტაში მიგრანტების ახალი ნაკადია მოსალოდნელი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალიის მთავრობა რეჟიმს მხოლოდ მას შემდეგ გადახედავს, რაც დარწმუნდება, რომ ახალი მიგრაციული ტალღა და იტალიის უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ არსებობს.

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ მანამდე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ინტერნეტში გავრცელებული მოწოდებების შესახებ, რომლებიც 15 აგვისტოს სეუტის საზღვრის გადაკვეთის ახალ მცდელობას ეხება. თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანი შეიძლება შეუერთდეს ორგანიზატორებს.

Reuters-ის შეფასებით, საუბარია ჯორჯა მელონის მემარჯვენე იტალიურ მთავრობასა და ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის კაბინეტს შორის ურთიერთობების ყველაზე დაბალ ნიშნულზე.

მიგრანტების მასობრივი შეღწევა მაროკოდან სეუტაში

გასულ კვირას ათიათასობით ადამიანი მაროკოდან სეუტაში ზღვით ან ხმელეთით უკანონოდ გადავიდა. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 85 ათასია.

მათ, ვინც ზღვით გადაადგილდებოდა, თვითნაკეთი მცურავი საშუალებები, მათ შორის გასაბერი რგოლები და ავტომობილის საბურავები გამოიყენეს. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანაში ჩასულთა უმეტესობა 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.

ესპანეთის ექსკლავის ტერიტორიაზე მოხვედრის მცდელობისას დაახლოებით ასი ადამიანი დაიღუპა.

მადრიდის მთავრობამ 2021 წლის შემდეგ პირველად გაგზავნა სამხედროები ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე თავის ექსკლავში წესრიგის დასაცავად.

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ 1 აგვისტოს ზღვაში 500 მეტრი სიგრძის მცურავი ბარიერის მონტაჟი დაიწყო, რომლის მიზანიც ახალი მიგრანტებისთვის გზის გადაკეტვაა.

გარდა ამისა, საზღვრის გასწვრივ განათავსეს ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გადაცემული დამაგრებული ტივტივების ჯაჭვი. მათ შორის დატოვებული გასასვლელი კი სამოქალაქო გვარდიის კატარღებს საშუალებას მისცემს, ბარიერი დღე-ღამის განმავლობაში გააკონტროლონ.

პოპულარული

ვმუშაობთ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის დღეს არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით-კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქონების გადასახადის ზღვარი...

დაურ ბუავას საქმეზე პროკურატურამ კიდევ ორ პირს ბრალი წაუყენა

პროკურატურის ცნობით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე...

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების...

შაკიკის წინააღმდეგ უფრო ზუსტი წამლები გამოჩნდა – ექიმებმა რეკომენდაციები შეცვალეს

აშშ-ში შაკიკის პრევენციის რეკომენდაციები 14 წლის შემდეგ პირველად განახლდა....

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე...

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." -...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...