დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა. ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება“, – ამის შესახებ ყოფილ ი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილში წერს.

“საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს საკითხი და ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში. ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია, საბოლოოდ კი – ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება.

მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი – „სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო“ – და მოაყოლეს დაპირება: „არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა“. ისევ „გადამაგდეს”. 4 იანვარს მოულოდნელად მაცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში. უკვე აღიარებული მქონდა ბრალი, გირაოს სანაცვლოდ ვიყავი თავისუფლებაზე და ველოდებოდი დაპირებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

როგორც უკვე ავუხსენი საზოგადოებას ჩემს წერილებში, ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა. ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება“.

თებერვალში, როდესაც შუამავლის მეშვეობით შედგა კომუნიკაცია, გაზეთის გარდა, ხელისუფლების ძირითადი გზავნილი შემდეგი შინაარსის იყო: ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე… მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო – ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით.

ამის შემდეგ, ივლისამდე, აღარ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია და, როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, სრულიად მოულოდნელად გამომიგზავნეს წერილი და ახალი პირობები, ხოლო სიტყვიერად, შუამავლის მეშვეობით, გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია. ხალხისა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით. ხალხისთვის გაუგებარი და აუხსნელი იყო ჩემი ციხეში 5 წლით დატოვება, ვინაიდან მე აღიარებული მქონდა ბრალი, ზიანი ანაზღაურებული მქონდა, დაზარალებული არავინ მყავდა და ჯარიმაც გადახდილი მქონდა. ამიტომ ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა.

ამას დაემატა უაზრო ეჭვები და შიშები, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში არ დავბრუნებულიყავი. ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები.

აქედან გამომდინარე, ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს ჩემს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი. ასევე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური და ყალბი განცხადებები, რაზეც მინდა შემდეგნაირად ვუპასუხო: როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა.

ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი. თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით”- წერს ღარიბაშვილი.

პოპულარული

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი,...

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით...

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების...

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...