რუსეთის სპეცსამსახურები რუსი ოპოზიციონერების მკვლელობებსა და დივერსიებს ამზადებდნენ, აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. რა არის ცნობილი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოავლინა ქსელი, რომელიც, უწყების ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ევროპაში დივერსიებსა და ოპოზიციონერების მკვლელობებს ამზადებდა. სამინისტროს მონაცემებით, ამ ქსელის წევრები სულ მცირე ორი რუსი ოპოზიციონერის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის შემსრულებლებს ეძებდნენ და ასევე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ დივერსიების მოწყობას გეგმავდნენ.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაასაჯაროვა ბრალდებები ხუთი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც, უწყების მონაცემებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობდნენ.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქსელი „აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მყოფ პირებს უხდიდა ან ცდილობდა გადაეხადა თანხა წინასწარი თვალთვალის ჩატარებისა და მიზანმიმართული მკვლელობების განხორციელებისთვის; ასევე თავის თანამზრახველებს ავალებდა, ევროპულ ქვეყნებში, უკრაინასთან დაკავშირებული ან ასეთად მიჩნეული სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები ჩაედინათ ან მათი განხორციელება ეცადათ“.

ქსელის გამოსავლენად ოპერატიულ სამუშაოს FBI აწარმოებდა.

„დღეს გამოცხადებული ბრალდებები FBI-ის არაერთი საველე ოფისის, დანაყოფისა და პარტნიორი უწყების გამორჩეული მუშაობის შედეგია. მათ ერთობლივად ჩაშალეს რუსეთის მცდელობები, ძალადობრივი ქმედებები განეხორციელებინა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქსა და შეერთებული შტატების სხვა ნაწილებში“, — განაცხადა FBI-ის დირექტორის თანაშემწემ დარენ კოქსმა.

ვარშავის სავაჭრო ცენტრში ხანძარი, 2024 წლის 12 მაისი

ვის წაუყენეს ბრალი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ხუთი პირია დასახელებული. ესენი არიან:

63 წლის იური ხრამეევი, რომელიც საქმეში ასევე „პოლკოვნიკ იურის“ სახელით ფიგურირებს — რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც რუსი ოპოზიციონერების მკვლელობებისთვის ადამიანების გადაბირებაში მონაწილეობდა;

მისი 27 წლის შვილი, კირილ ხრამეევი — FSB-ის ოფიცერი;

35 წლის ოემის რომაგოსა დურუტი — კუბის მოქალაქე;

35 წლის იაიდელ დელგადო სუარესი, მეტსახელად „ვიკინგი“ — კუბის მოქალაქე;

22 წლის ანხელ ედუარდო კასტრო — ვენესუელის მოქალაქე.

კუბელი ოემის რომაგოსა დურუტის შესახებ მედიაში ადრეც წერდნენ, ლიტვაში დივერსიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

Deutsche Welle-მ, საქმის დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, გაარკვია, რომ 2024 წელს პირი, რომელიც ფსევდონიმ „დიოსით“ მოქმედებდა, მის მიერ გადაბირებულ შემსრულებლებს ავალებდა, ცეცხლი წაეკიდებინათ სამშენებლო მასალების საწყობებისთვის პოლონეთში, ავტობუსების პარკისთვის ჩეხეთში, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსთვის რუმინეთში, ასევე გაენადგურებინათ ლიეტუვაში წარმოებული და უკრაინისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.

გამოცემის ინფორმაციით, ფსევდონიმ „დიოსის“ უკან რუსეთში მცხოვრები კუბის მოქალაქე ოემის რომაგოსა დურუტი დგას, რომელიც ლიეტუვის სამართალდამცავ ორგანოებს ძებნაში ჰყავთ გამოცხადებული.

რაში ადანაშაულებენ მათ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქსელის წევრები რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ.

2026 წლის ზაფხულში ქსელმა აშშ-ში მცხოვრები პირი გადაიბირა ცნობილი რუსი ოპოზიციონერის სათვალთვალოდ, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ოპოზიციონერის ვინაობა არ სახელდება — იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ის მოხსენიებულია როგორც „მსხვერპლი №1“.

სუარესმა გადაბირებულ პირს თვალთვალისთვის საჭირო ინფორმაცია გადასცა. მან დამკვეთს გაუგზავნა პოტენციურ მსხვერპლთან დაკავშირებული ადგილების ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, რის შემდეგაც სუარესმა და კასტრომ მას 40 ათასი დოლარის სანაცვლოდ მკვლელობის ჩადენა შესთავაზეს.

გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსა და FBI-ის მონაცემებით, იგივე სუარესი ცდილობდა შეერთებულ შტატებში კიდევ რამდენიმე პირის გადაბირებას არა მხოლოდ „მსხვერპლი №1“-ის, არამედ სხვა სამიზნეების თვალთვალისა და მკვლელობისთვის.

პოპულარული

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა – კავკასიის უნივერსიტეტი

"რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა"-კავკასიის...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა...

ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე – სახელმწიფო – პაპუაშვილი მარტა კოსს

"ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო"- ასე...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

ყველა ამბავი

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...