“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აგვისტოს ომზე ილაპარაკა და თქვა, რომ დასავლეთმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა. ინტერვიუ მედვედევმაც აგვისტოს ომიდან თვრამეტ წელს მიუძღვნა. ის ამბობს, რომ სწორად მოიქცნენ, როცა საერთაშორისო საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინეს და აგვისტოს ომი მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის სიმტკიცის პირველი გამოცდა იყო, რომელიც ღირსეულად ჩააბარეს.

მისი თქმით, დასავლეთს საქართველოს ბედი საერთოდ არ აინტერესებდა, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებების მიუხედავად“. მედვედევი აცხადებს, რომ „დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“.

„2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. ეს მოვლენები კვლავ იმის დასტურია, რომ საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, ე.წ. საერთაშორისო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად, ყველაზე სწორ არჩევანს წარმოადგენს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებამ დასავლეთში ისტერიკა გამოიწვია. იზოლაციით და საპასუხო შედეგებით გვემუქრებოდნენ. ახლა გვესმის, რომ ეს მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის სიმტკიცის პირველი გამოცდა იყო. ჩვენ ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ, რითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს წარმატებული ცხოვრებისა და განვითარების საშუალება მიეცა. ხოლო ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაკიცხა ჩვენი ქვეყანა, დღეს უკრაინაში სხვისი ხელით წარუმატებლად იბრძვიან.

დასავლეთმა საქართველო ჩვენ წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უგუნურ იარაღად გამოიყენა იმ მომენტში, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო. როდესაც ჩვენი მტრები მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიაღწევდნენ, მაშინ ის უბრალოდ ბედის ანაბარა მიატოვეს.

ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო განცდილი შოკისგან სრულად გამოკეთდა. დასკვნები ნამდვილად გამოტანილია. დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა კრიმინალური რეჟიმის ქმედებებით მიყენებულ ზიანს კიდევ დიდხანს იგრძნობენ.

მედვედევის თქმით, „დასავლეთის პოლიტიკა რუსოფობიასა და რუსეთის განადგურების სურვილზეა დაფუძნებული, რისთვისაც ისინი კრიმინალებს ქირაობენ“.

მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„გასაკვირი არ არის, რომ მსგავს ბრძოლაში ფსონებს ნაძირალებზე ჩამოდიან. ევროპელი ფარისევლები ბანდიტებს, მკვლელებსა და ტერორისტებს ქირაობენ. ეს უვარგისები კი სულელები და ამბიციურები არიან. მათი მართვა და მოგვიანებით მოშორება მარტივია. მხოლოდ დაფინანსების არხების გადაკეტვა და მათგან საჯაროდ გვერდზე გადგომაა საჭირო, როგორც კი ვითარება ჩიხში შევა. გავიხსენოთ სააკაშვილის ბედი. მსგავსი სამარცხვინოები, როგორიც ის და კიეველი ნარკომანია, კოლექტიური დასავლეთისთვის სახარჯი მასალები არიან. კარგად ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მას მისი პატრონები. ახლა ის უკიდურესად საცოდავ სანახაობას წარმოადგენს. კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც არაფრით უკეთესი არ არის და თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ აქტიურად მიიწევს“, – თქვა მედვედევმა. მან ამავე ინტერვიუში სომხეთსაც “მძიმე  ბედი“უწინასწარმეტყველა, თუ ის დასავლეთთან ინტეგრაციას გააგრძელებს.

პოპულარული

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

"ქართული ოცნების"  მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს...

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი შეუწყო პრეპარატის შექმნას, რომელმაც შესაძლოა დაბერების პროცესი შეანელოს– The New York Times.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც თავდაპირველად ფილტვის...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული...

პუტინმა კიევზე თავდასხმა ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა – სიბიგა

პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა, -...

Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ავარია მაიამიში: 5 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდის შტატში, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, Amazon-ის კუთვნილი Boeing 767-ის...

შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული – გედევან ფოფხაძე

"შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...