„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.

ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც მან 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე, რუსოფობიის“ გაძლიერებასთან დაკავშირებით გააკეთა. კობახიძემ 2008 წლის ომი „დიფ სთეითს“ დაუკავშირა და რუსოფობიის მაგალითებად რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტები დაასახელა.

მას შემდეგ, რაც კობახიძის განცხადების ფრაგმენტები სოციალურ ქსელში მედიამ გაავრცელა, მათ შორის, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“, ასევე საიფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“, „მითების დეტექტორი” ამ პოსტებზე მოწონებებს (likes) და იმ პროფილებს დააკვირდა, რომელთა ფოტოების ავთენტურობა, ვიზუალის და სოციალურ ქსელებში ქცევის იდენტურობა საეჭვოდ გამოიყურებოდა.

„ანალიზის შედეგად კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) ნიშნები გამოვლინდა, რომელიც კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მიმართ მხარდაჭერის გაზრდას ისახავდა მიზნად“ – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია:

 პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული

„ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებების ამომცნობი ხელსაწყოს, Hive Moderation-ის თანახმად, 230-ვე პროფილის ფოტო 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია; რამდენიმე შემთხვევაში მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ამასთან, AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმები და გარკვეული დეფორმაციები ვიზუალური დაკვირვებითაც გამოვლინდა.

ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირება

ანგარიშების ნაწილი იყენებს იდენტურ ან ერთმანეთთან ძალიან მსგავს ფოტოებს, მათ შორის ერთსა და იმავე ფოტოს მცირე ცვლილებებით. სხვადასხვა ანგარიშის ვიზუალი ფოტოს გადაღების მანერასა და დეტალებს იმეორებს. გვხვდება თბილისის ფონზე, ყავის ან ღვინის ჭიქით, თავზე შემოდებული ხელით ან მსგავსი კომპოზიციით გადაღებული ერთგვაროვანი ესთეტიკის ფოტოები. ბუნებრიობის განცდის შესაქმნელად ვიზუალი გართობისა და დასვენების, სპორტული აქტივობების კადრებსაც ასახავს. რამდენიმე შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშს იდენტური სახელი და გვარი აქვს მითითებული.

მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე ხდება

ქსელი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობისა და ინტერესის მქონე ადამიანების მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნის: ახალგაზრდა და ასაკოვანი, კონსერვატიული და ალტერნატიული, რელიგიური, ოჯახური, სპორტული და დასვენებაზე ორიენტირებული პროფილებით.

პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები რეალურ სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენ

პროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებელი და სამუშაო ადგილი, მათ შორის თბილსერვისი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური სამსახურები.

იკვეთება იდენტური ქცევა

ანგარიშების უმრავლესობას საქართველოს ქალაქებში გადმოსვლის პერიოდად 2026 წლის 20-24 ივლისის აქვს მითითებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე გენერირებული პროფილებიც გვხვდება.

ერთსა და იმავე გზავნილზე კონცენტრირებული აქტივობა

საეჭვო ანგარიშების მოწონებები “გლობალური ომის პარტიის”, “დიპ სთეითის გეგმის” და “მეორე ფრონტის გახსნის შესახებ” მმართველი პარტიის თავმჯდომარის კონსპირაციული გზავნილების, ასევე “რუსუფობიის” შესახებ ნარატივის შემცველ პოსტებზეა კონცენტირებული, რაც ერთიანობაში მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდის ნიშნებს ატარებს.

ვიზუალური დუბლირების მაგალითები

ქვემოთ მოცემული მაგალითები განსხვავებული პროფილებისთვის იდენტური ვიზუალის გამოყენების შემთხვევებს ასახავს.

2 იდენტური პროფილი განსხვავებული სახელით

მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე

პროფილების ვიზუალები განსხვავებული სოციალური და დემოგრაფიული ჯგუფების იმიტაციას ქმნის. მათ შორის გვხვდებიან სხვადასხვა ასაკის ქალები და კაცები, რელიგიური და კონსერვატიული იდენტობის ხაზგასმით წარმოდგენილი პირები, ალტერნატიული სტილის მქონე ახალგაზრდები, ასევე სოფლის მეურნეობის, მომსახურებისა და სხვა სფეროებში დასაქმებული პერსონაჟები.

რამდენიმე ანგარიშის პროფილის ფოტოებში ეკლესია ან სხვა რელიგიური გარემოა გამოყენებული. ამ შემთხვევაში ვიზუალი პროფილის რელიგიურ და კონსერვატიულ იდენტობას უსვამს ხაზს.

ზოგიერთი პროფილი დამაჯერებლობის გასაზრდელად  ოჯახურ იდილიის ფოტოებს იყენებს. ზოგიერთი პროფილის ვიზუალში დასვენების და სპორტული აქტივობის ამსახველი კადრებია გენერირებული. რამდენიმე პროფილის შემთხვევაში  რთველში საქმიანობის და გლოვოში დასაქმების  ვიზუალსაც ვხვდებით.

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პროფილები ასაკობრივი ნიშნითაც არის დივერსიფიცირებული, სადაც  საშუალო ასაკის ქალებთან ერთად ახალგაზრდებსაც ვხვდებით.

გამოვლინდა ასევე პროფილები, რომლებიც ალტერნატიული სტილის მქონე ახალგაზრდებს განასახიერებენ.

გამოვლენილი ყალბი ანგარიშების სრული სია იხილეთ ბმულზე.

“მითების დეტექტორი” აღნიშნავს, რომ  AI-გენერირებული პროფილების აქტივობის მსგავსი შემთხვევა 2026 წლის აპრილშიც გამოავლინა, რა დროსაც 75 ყალბი ანგარიში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტებზე აქტიურად გამოხატავდა რეაქციებს. პოსტები ეხებოდა როგორც დიუშენის მკურნალობის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელიც კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდა. 75 ანგარიშიდან 47 ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ერთი და იმავე ფოტოს მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებდა. ანგარიშების ნაწილი კი წარსულშიც იყო ჩართული სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში.

 

პოპულარული

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი...

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის...

ომის დამნაშავეები არიან! რუსეთის კანონებით გასამართლდებიან! – ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, უკრაინის მხარეს მებრძოლ...

რეჟიმს მორალი არ აქვს–მზია ამაღლობელის პასუხი ციხიდან შალვა პაპუაშვილს

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და...

ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმიდან აფრენილი ორკაციანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი Aerospool WT-9 Dynamic...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...