რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი რიგები იყო. სადა აქვს რუსეთს აფხაზეთის მომარაგების თავი – ამის შესახებ ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელსში წერს და ასკვნის, რომ აფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა.

„აფხაზეთში საწვავი დიდმა ქართულმა( ქართულმა იურიდიულმა პირმა) ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ შეიტანა. ფიქტიურად შუამავლად რომელიღაც უცნობი შპს გამოიყენეს. ეს უკანასკნელი მალავს, თუ ვისგან იყიდა აქ საწვავი.
ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი რიგები იყო. სადა აქვს რუსეთს აფხაზეთის მომარაგების თავი.
არც ისაა გამორიცხული, რომ სულაც რამდენიმე ნავთობკომპანიამ მიიღო მონაწილეობა ამ ოპერაციაში. ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი მანქანა სჭირდება.

დავსვათ რამდენიმე კითხვა:

1. როგორ “იყიდა” ამ უცნობმა შპს-მ საწვავი? რომელმა ბანკმა მისცა ფული( ანუ ვინ ენდო, რა გარანტიით)? თუ საწვავის განვადებით მიწოდებას დათანხმდა აქაური ნავთობკომპანია? იცოდა აფხაზეთში რომ შეჰქონდა პროდუქტი და მაინც გარისკა? რუსეთის ჯარები რატომ გაატარებდნენ ტვირთს? სიტყვაზე ენდო ამ უცნობ ბიჭს? თანაც ეს მეწარმე ამბობს, რომ მთავრობამ არაფერი იცოდაო.

2. ვისგან დაიქირავა ეს დიდი ნავთობმზიდები ამ მეწარმემ? თუ თავად ნავთოკომპანიამ უზრუნველყო საკუთარი რესურსებიდან? იცოდა მან რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა შეეტანა საწვავი? მანქანის მძღოლებს ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა როგორც ქართული, ასევე რუსულ-აფხაზური მხარის მხრიდან? აფხაზური(რუსული) მანქანებით ხომ არ მომხდარა საქონლის გადატანა?

3. ეს მცირე მეწარმე როგორ მიიღებდა აფხაზეთიდან ფულს? ენგურის საზღვარზე ჩანთით თუ რუსეთიდან გადმორიცხვით?

4. ვინ იყო აფხაზეთში მყიდველი(იურიდიული პირი) და როგორ გაფორმდა ხელშეკრულება? ანგარიშსწორება ვის ანგარიშზე მოხდა? იქნებ პირდაპირ ქართული ნავთობკომპანიის ანგარიშზე? რომელი ბანკი იყო მონაწილე საქართველოს მხრიდან?

5. აფხაზეთში რომელ ნავთობბაზაში ჩაისხა საწვავი( თითქმის ყველა სანქცირებულ “როსნეფტს” ეკუთვის).

6. რომელი მსხვილი ქართული ნავთობბაზიდან მოხდა ამ მოცულობის საწვავის გადატვირთვა? რომელ კომპანიას ეკუთვნის იგი?

ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ნავთობპროდუქტების ასოციაციამაც, რომელმაც გუშინ გამორიცხა ქართული ნავთობკომპანიების მონაწილეობა ამ ოპერაციაში. პასუხი უნდა იყოს მოკლე: რომელმა კომპანიამ “მიჰყიდა” საწვავი ამ შპს-ს.

საკითხი დღესავით ნათელია: აფხაზეთში საწვავის შეტანა მოხდა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით. სხვანაირად საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელი იქნებოდა. მასში მონაწილეობდა ხელისუფლების დავალების შემსრულებელი მსხვილი ადგილობრივი ნავთობკომპანია. ეს უკანასკნელი ვერ აიცილებს სანქციებს, რადგან შემოვლითი გზით საწვავი სანქცირებულ “როსნეფტს” ან მასთან დაკავშურებულ სტრუქტურებს მიაწოდა. აფხაზეთში ეს სფერო მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა“ – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა, თუმცა შეიტანა არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა – ყველა წესისა და კანონის დაცვით. მოგვიანებით „რადიო თავისუფლებას“ კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.

პოპულარული

„სიმართლისთვის მიღებული ორდენია“ – ფარცხალაძე სანქციებზე

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ...

აშშ-მა ხუთი ირანული ნავთობტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამშაბათს, 8 სექტემბერს,...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის...

„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს....

ზელენსკი: აშშ ზამთარში რუსეთსა და უკრაინას შორის დეესკალაციის ხელშეწყობას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს ინტერვიუ მისცა და...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის,...

ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმიდან აფრენილი ორკაციანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი Aerospool WT-9 Dynamic...

უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის არქტიკულ რეგიონს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს,...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...