რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips, Shell, Fiserv და General Electric.

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის სისუსტეებს ერთდროულად მრავალი სამიზნის წინააღმდეგ შეტევებისთვის იყენებს, განაცხადა, რომ მსოფლიოს თითქმის 50 კომპანიიდან დიდი მოცულობის მონაცემები მოიპარა. მათ შორის არიან ნიდერლანდური Philips, ბრიტანული Shell და ამერიკული Fiserv და General Electric. ამის შესახებ Reuters-მა 14 აგვისტოს, პარასკევს, ღამით გაავრცელა ინფორმაცია.

ჩამოთვლილმა კომპანიებმა ჰაკერების განცხადებებს ფრთხილი კომენტარებით უპასუხეს. Philips-ში განაცხადეს, რომ „გამოვლენილი და ლოკალიზებულია კიბერსაფრთხის მცდელობა კონკრეტულ კორპორაციულ სერვერზე, რომელიც შიდა მონაცემებთან იყო დაკავშირებული“. კომპანიის თქმით, ინციდენტს მომხმარებელთა სისტემებზე გავლენა არ მოუხდენია.

Fiserv-ის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ კომპანია ინფორმირებულია თავდამსხმელთა განცხადებების შესახებ, თუმცა „ყოვლისმომცველმა ანალიზმა“ ვერ აღმოაჩინა კლიენტების მონაცემების, საბანკო ანგარიშების, ტრანზაქციების ან პერსონალური ინფორმაციის კომპრომეტირების, ასევე ფინტექკომპანიის საოპერაციო გარემოზე ზემოქმედების მტკიცებულებები.

Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა ჰაკერული ჯგუფის განცხადებები მოპარული მონაცემების ტიპისა და მოცულობის შესახებ. ჰაკერებს სააგენტოს კომენტარის მოთხოვნაზე არ უპასუხიათ.

არაერთი მედია, მათ შორის ამერიკული Politico, წერს, რომ Cl0p რუსულენოვანი ჰაკერული დაჯგუფებაა და, სავარაუდოდ, კრემლთან არის დაკავშირებული.

რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული საფრთხე

რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები ბოლო თვეებში არაერთხელ მოხვდნენ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.

მარტში ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსმა კიბერდამნაშავეებმა Signal-სა და WhatsApp-ზე თავდასხმები განახორციელეს და შესაძლოა ქვეყნის ოფიციალური პირების, სამხედრო მოსამსახურეებისა და ჟურნალისტების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა მიიღეს.

აპრილში გერმანიისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში როუტერების გატეხვის შესახებ გააფრთხილეს. თავდასხმებს ჰაკერულ ჯგუფ Fancy Bear-ს უკავშირებდნენ, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან აკავშირებენ.

5 ივლისს The Telegraph-მა დაწერა, რომ რუსმა ჰაკერებმა ბრიტანეთის სახელმწიფო მოხელეებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოების თანამშრომლების ელექტრონული ფოსტის ანგარიშები გატეხეს. მოპარული ინფორმაცია დარქნეტში იყიდებოდა.

ივლისში ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის FSB-სთან დაკავშირებული ჰაკერების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს.

პოპულარული

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები...

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ევროპის წინააღმდეგ ომს არ გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა,...

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ,...

ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ...

საფრანგეთში, , კანი-სიურ-მერის რენუარის მუზეუმიდან ოთხი ნახატი მოიპარეს

საფრანგეთის სამხრეთში, კანი-სიურ-მერის რენუარის მუზეუმი სამშაბათს დილით შეიარაღებული პირების...

ანტიამერიკული „ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა – ჯო უილსონი

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...