გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია “გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს, ხოლო კიდევ ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გლოვოს კურიერს, დავით დვალიშვილს თავს 7 აგვისტოს საღამოს, ყაზბეგის გამზირის 25 ნომერთან მაშინ დაესხნენ, როცა შეკვეთა მიიტანა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გაავრცელა, რომელიც ამბობდა, რომ არასრულწლოვანთა ჯგუფი მას აედევნა, რადგან ჩათვალა, რომ კურიერმა მათი საეჭვო ქცევის გამო პოლიციაში დარეკა.

ადვოკატის ინფორმაციით, დავით დვალიშვილს, სავარაუდოდ მინიმუმ ხუთკაციანი არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხა თავს. შემთხვევა პროდუქტის მიტანის შემდეგ, სადარბაზოდან გამოსვლისას მოხდა.

„ტელეფონი გვაჩვენეო, გინდა თუ არაო, სად რეკავო. მან ანახა ტელეფონი, დაუწყეს დამცირება…დაიწყეს მოკლედ მუქარა, რომ ცემდნენ და შემდგომ წაართვეს ტელეფონი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, უღებდნენ ვიდეოს და დამამცირებლად ეპყრობოდნენ.

როგორც გავიგე, ცემის დროსაც კი უღებდნენ ვიდეოს. კეფის არეში მოკიდეს ხელი, ძირს დააგდეს და ასფალტზე ატყმევინეს გამეტებით თავი, კეფაში ურტყამდნენ, თავში ურტყამდნენ, სხვადასხვა სხეულის დაზიანება აქვს მიღებული ჩემს დაცვის ქვეშ ყოფნის“, – ამბობს ადვოკატი.

დავით დვალიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ შეკვეთის მისამართზე მისვლისთანავე შეამჩნია ახალგაზრდების ჯგუფი.

მას შემდეგ, რაც ამანათი შემკვეთთან დატოვა და საცხოვრებელ კორპუსს ტოვებდა, მეორე შეკვეთის დეტალების გარკვევის მიზნით, მობილურზე დარეკა. ამ დროს ახალგაზრდების ჯგუფიდან ერთი მიუახლოვდა და ჰკითხა: რას აკეთებდა.

„ეჭვი ჰქონდათ, რომ პოლიციაში ვრეკავდი…შენ ვის ურეკავო? დაგვასმინეო? არა მეთქი, ჩემს შეკვეთაზე ვრეკავ…ტელეფონი ვანახე, შეკვეთაც ვანახე და ადამიანურად ვუთხარი, რომ კარგი ყველაფერს კარგს გისურვებთ შეკვეთაზე მივდივართ მეთქი.. მოუმატეს ტონს, დამამცირებელი სიტყვები იყო, შენ იცი ჩვენ რა ცხოვრებით ვცხოვრობთო?“, – იხსენებს დაზარალებული.

ის იხსენებს, რომ როცა მოპედს ქოქავდა და წასვლას აპირებდა, ახალგაზრდები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ.

„ტელეფონი ამოიღეს, თითქოს მიღებდა, მე ვფიქრობ რომ მიღებდა, ფანარს რისთვის გაანათებდა?… თან ტონს აუწიეს და ვიფიქრე, რომ საქმე სერიოზულად იყო…ტელეფონი წამართვეს…აბსოლუტურად ლაჩრულად ზურგსუკან დამესხენ თავს…პირდაპირი მნიშვნელობით ასფალტზე თავი მარტყმევინეს…შოკში ვიყავი“, – იხსენებს ის.

9 აგვისტოს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“,-წერდა შსს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პოპულარული

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან...

„სიმართლისთვის მიღებული ორდენია“ – ფარცხალაძე სანქციებზე

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი...

უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის არქტიკულ რეგიონს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს,...

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

"ქართული ოცნების"  მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა....

ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და აშშ-მ, რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ოპერაცია აღკვეთს

Reuters-მა  ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ აღკვეთეს...

FBI-ს მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში: აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 175 წლით პატიმრობა ემუქრება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან შტატებში 36 წლის...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...