1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ის რეჟისორის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევარი გახდა. ფილმმა ამ მაჩვენებლით ნოლანის „ბნელი რაინდის“ სერიის ორი ყველაზე წარმატებული ნაწილი — „ბნელი რაინდი“ და „ბნელი რაინდი: ლეგენდის აღზევება“ — ჩამოიტოვა.

მილიარდდოლარიანი ზღვარი „ოდისეამ“ კინოგაქირავების მეოთხე უქმეებზე გადალახა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ფილმს აშშ-ში R რეიტინგი აქვს და თითქმის სამსაათიანია — მისი ქრონომეტრაჟი 172 წუთს შეადგენს.

ახლა ინდუსტრიის ანალიტიკოსების ყურადღება კიდევ ერთ შესაძლო რეკორდზეა მიპყრობილი. „ოდისეას“ აქვს შანსი, გახდეს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი R რეიტინგის მქონე ფილმი. ამ კატეგორიაში რეკორდი ამჟამად „დედპულსა და ვულვერინს“ ეკუთვნის, რომელმაც მსოფლიო კინოგაქირავებაში 1,338 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

„ოდისეას“ საბოლოო შედეგის ზრდის მნიშვნელოვანი რესურსიც ჯერ კიდევ აქვს: ფილმი ჩინეთის კინოთეატრებში 14 აგვისტოს, ხოლო იაპონიაში 11 სექტემბერს გამოვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ „დედპულისა და ვულვერინის“ რეკორდს გადაასწროს, მას ამჟამინდელი მაჩვენებლის  შემდეგ, დამატებით დაახლოებით კიდევ 240 მილიონი დოლარის გამომუშავება სჭირდება.

ნოლანის „ოდისეა“ ჰომეროსის დაახლოებით სამი ათასი წლის წინ შექმნილი ეპოსის მასშტაბური ეკრანიზაციაა. მთავარ როლს — ითაკის მეფე ოდისევსს — მეტ დეიმონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთეუეი, რობერტ პატინსონი, ლუპიტა ნიონგო, ზენდეია, შარლიზ ტერონი, ელიოტ პეიჯი და ჯონ ბერნტალი.

ფილმის წარმოების ბიუჯეტი დაახლოებით 250 მილიონი დოლარია. „ოდისეა“ კინოს ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მთლიანად IMAX-ის ფირის კამერებით გადაიღეს. სწორედ IMAX-ფორმატმა შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ფილმის კომერციულ წარმატებაში — უკვე პირველ უქმეებზე IMAX-სეანსებმა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 52 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

„ოდისეამ“ თავიდანვე ნოლანის პირადი რეკორდი დაამყარა: სადებიუტო უქმეებზე ფილმმა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 264 მილიონი დოლარი აიღო – ეს რეჟისორის კარიერაში საუკეთესო გლობალური სტარტი იყო.

პოპულარული

FBI-ს მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში: აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 175 წლით პატიმრობა ემუქრება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან შტატებში 36 წლის...

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ...

„სიმართლისთვის მიღებული ორდენია“ – ფარცხალაძე სანქციებზე

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის...

დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა. გელოდები – წითლიძე გვარამიას

" დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა" -ამის...

პუტინი რუს ფოსტალიონებს უკრაინული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემს

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაფართოების ფონზე, რუს ფოსტის...

Reuters:საქსონია-ანჰალტში AfD-ის გამარჯვება მერცისთვის დარტყმა და ევროპისთვის გაფრთხილებაა

სააგენტო Reuters  წერს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე ულტრამემარჯვენეების...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...