რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია „დრონ სოლუშნსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ ბარბასოვი და მისი წინამორბედი ირაკლი ხაზალია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ წერს.

ბარბასოვსა და ხაზალიას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობას ედავებიან. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ამ დანაშაულისთვის მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„დრონ სოლუშნსი“ მოსკოვში 2018 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის ქმნის უპილოტო საავიაციო სისტემებს, მათთვის განკუთვნილ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებულ კომპიუტერული ხედვის სისტემებს.

კომპანიის განცხადებით, მისი პროდუქცია განკუთვნილია „ინსპექტირების, მიწოდებისა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის“ და შეუძლია მუშაობა „ყველაზე რთულ პირობებში — არქტიკიდან აფრიკამდე“.

კომპანიის 40% ბარბასოვს ეკუთვნის, კიდევ 23%-ს კი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის პროექტების მხარდაჭერის ფონდი აკონტროლებს.

2024 წლის დეკემბერში გამოცემა Russian Business წერდა, რომ „დრონ სოლუშნსში“ 80 მილიონი რუბლის ინვესტიცია განახორციელეს მოსკოვის ვენჩურულმა ფონდმა და ფონდმა „ვოსხოდმა“, რომლის მთავარი ინვესტორი ვლადიმირ პოტანინის ჯგუფი „ინტეროსია“.

„დრონ სოლუშნსის“ უპილოტო აპარატი პუტინსაც წარუდგინეს

აპრილში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ ვლადიმირ პუტინს კომპანიის მიერ შექმნილი თვითმფრინავის ტიპის დრონი „აისტი“ წარუდგინა, რომელსაც ვერტიკალური აფრენა და დაშვება შეუძლია.

„დრონ სოლუშნსის“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი განკუთვნილია „დიდ ტერიტორიებზე დაცვის, ინსპექტირებისა და ტვირთის მიწოდებისთვის“, მათ შორის ნავთობისა და გაზის მილსადენების პატრულირებისა და ელექტროგადამცემი ხაზების, ანძების, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალური და თერმული ინსპექტირებისთვის.

დრონის ფრენის მაქსიმალური მანძილი 400 კილომეტრამდეა და მას 10 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პორტალ Vesti.Ru-ს ცნობით, მურაშკომ „აისტი“ პუტინს წამლების მიწოდებისთვის განკუთვნილ სისტემად წარუდგინა.

რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ საქმეები გახშირდა

მაისში The Insider წერდა იმ კომპანიების შემოწმების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას ეროვნული პროექტის — „უპილოტო საავიაციო სისტემების“ — ფარგლებში იღებდნენ.

მაშინ კომპანია „ტრანსპორტ ბუდუშჩეგოს“ ყოფილი გენერალური დირექტორი იური კოზარენკო დააკავეს.

ივლისის ბოლოს კი „ტრანსპორტ ბუდუშჩეგოსთან“ დაკავშირებული საქმის ფარგლებში დააკავეს მილიარდერი ვალერი კუსტოვი, ჯგუფ „ეფკოს“ სხვა ხელმძღვანელები და რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

გამოძიების ყურადღება მიიპყრო პროექტმა, რომელიც 750 უპილოტო საფრენი აპარატის სერიულ წარმოებას ითვალისწინებდა და რომლისთვისაც სახელმწიფომ 4,5 მილიარდი რუბლის სუბსიდია გამოყო.

პოპულარული

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე სტიქიას 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა — მაშველები ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილებს ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა,...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება. საქმე...

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება,...

კალასმა ევროკავშირს მოუწოდა უკრაინას გადასცეს გადამჭერი რაკეტები, რომლებსაც ვადა მალე ეწურებათ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,...

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა, აღარ შეიქმნება

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.გარდა...

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს....

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...