კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი აკრიტიკებს აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე ქართველოს საგარეო უწყების განცხადებას, ამავე განცხადებაში კი პრემიერ ირაკლი კობახიძის სიტყვები მოჰყავს იმის დასტურად, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ომის დამნაშავეა“, ამიტომ „პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს“.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა 8 აგვისტოს პოლიტიკური განცხადებებისას ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალური მოძრაობა.

კითხვაზე პასუხად, ნიშნავს თუ არა ეს   მათი მხრიდან მტკიცებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, იმდროინდელი ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნეს.

თუმცა, ასე არ ფიქრობენ ცხინვალში და თვლიან, რომ კობახიძემ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ, რაც ნიშნავს, რომ აგრესია ქართულმა სახელმწიფომ განახორციელა.

9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საქართველოს საგარეო უწყების 8 აგვისტოს განცხადებამდე „სულ რაღაც ერთი დღით ადრე, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ,  კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  სააკაშვილი სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ.

“საკმაოდ ნათელია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. სახელმწიფოს მეთაურის რანგში, მას ჰქონდა მანდატი, ესაუბრა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაეცა კრიმინალური ბრძანებები და განეხორციელებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა.

ამიტომაც, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის გამტარს, – მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის ფიგურებს, როგორც მისი პოლიტიკის ობიექტებს“, – აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

„ქართული ოცნების“ მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც გმირთა მემორიალთან 8 აგვისტოს მივიდა. ოცნების ლიდერებმა 2008 წლის აგვსტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკეს.

8 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ  რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აგრძელებს ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის გაფართოებას, მათ მილიტარიზაციას და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს.საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

პოპულარული

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე...

მარტში ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 18 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ...

სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა

"ქართილი ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი...

ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე საპასუხო დარტყმა განახორციელა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ აშშ-ის...

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ,...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა....

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთი გენის შეცვლით მაღალი ქოლესტერინის პრობლემას სამუდამოდ აღმოფხვრიან

ერთი გენური ჩარევა — და შესაძლოა აღარ დაგჭირდეთ მაღალი ქოლესტერინის...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...