12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა–სად დაიფარება მზე მთლიანად და ვინ ნახავს იშვიათ სანახაობას

12 აგვისტოს დედამიწის რამდენიმე რეგიონში დღისით ცა რამდენიმე წუთით უჩვეულოდ შეიცვლება — მთვარე მზეს მთლიანად გადაეფარება და მზის სრული დაბნელება მოხდება. სრული ფაზა მხოლოდ ვიწრო ზოლიდან იქნება ხილული, თუმცა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის დიდ ნაწილში ადამიანები მზის ნაწილობრივ დაბნელებას ნახავენ.

2026 წლის 12 აგვისტოს დაბნელების სრული ფაზის ზოლი ჩრდილოეთ რუსეთიდან დაიწყება, შემდეგ გრენლანდიასა და ისლანდიას გადაკვეთს, ატლანტის ოკეანეს გაივლის და ესპანეთს მიაღწევს. სრული დაბნელება ხილული იქნება ასევე პორტუგალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში მზე მთლიანად ორ წუთზე ცოტა მეტხანს დაიფარება, ხოლო მაქსიმალური სრული ფაზა ორ-ნახევარ წუთზე ნაკლები გაგრძელდება.

რა მოხდება ცაზე?

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა და მზის სინათლეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.

სრული დაბნელების დროს მთვარის დისკო მზის დისკოს მთლიანად ეფარება. რამდენიმე წუთით ცა ბნელდება და ხილული ხდება მზის კორონა — მზის ატმოსფეროს გარე, მკრთალი ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ მზის ზედაპირის ძლიერი ნათება ფარავს.

მაგრამ სრული დაბნელების სანახავად სწორ ადგილას ყოფნა აუცილებელია. დედამიწის ზედაპირზე მთვარის სრული ჩრდილი — უმბრა – შედარებით ვიწრო ზოლს ქმნის. ვინც მის გარეთ, ნახევარჩრდილის – პენუმბრის – ტერიტორიაზე აღმოჩნდება, მზის მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავს.

ამ შემთხვევაში მზე შეიძლება უზარმაზარ ნამგალს დაემსგავსოს: მთვარე მისი დისკოს ნაწილს „მოაჭრის“, მაგრამ მთლიანად ვერ დაფარავს.

ევროპაში მზე “დაბნელებული ჩავა“

ევროპისთვის წლევანდელი მოვლენა განსაკუთრებით ეფექტური იქნება იმის გამოც, რომ ბევრ ქვეყანაში დაბნელება საღამოს, მზის ჩასვლის წინ მოხდება.

ესპანეთში სრული დაბნელება სწორედ მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე იქნება. სხვა ევროპულ ქალაქებში კი მზე ნაწილობრივ დაიფარება: პარიზში მაქსიმალურ ფაზაზე მზის დისკოს დაახლოებით 92%, ლონდონში — 91%, მილანში — 92%, ბერლინში — 85%, ოსლოში — 83% დაიფარება. მადრიდსა და ბარსელონაში მაჩვენებელი დაახლოებით 99%-ს მიაღწევს, თუმცა ქალაქების მდებარეობიდან გამომდინარე იქ სრული ფაზა ყველგან არ იქნება.

ჩრდილოეთ აფრიკაშიც სანახაობა შთამბეჭდავი იქნება — მაგალითად, ალჟირში მზის დისკოს დაახლოებით 96%, კასაბლანკაში კი 87% დაიფარება.

ჩრდილოეთ რუსეთში სრული დაბნელების ზოლი პოლარული განედების გავლით გაივლის, სადაც აგვისტოში მზე ღამის საათებშიც ჰორიზონტზე შეიძლება დარჩეს. NASA-ს გამოთვლებით, მთვარის სრული ჩრდილის გზა სწორედ რუსეთის არქტიკული რეგიონიდან დაიწყება და შემდეგ გრენლანდიის მიმართულებით გადავა.

გამოჩნდება თუ არა 12 აგვისტოს დაბნელება საქართველოდან?

არა. თბილისიდან და საქართველოს ტერიტორიიდან 12 აგვისტოს მზის დაბნელება ხილული არ იქნება. თბილისის შემდეგი ხილული მზის დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება და ის ნაწილობრივი იქნება. მანამდე, 2026 წლის 28 აგვისტოს, საქართველოდან მთვარის ნახევარჩრდილოვანი დაბნელების ნახვა იქნება შესაძლებელი.

თუმცა მათთვის, ვინც 12 აგვისტოს მოვლენას პირდაპირ ვერ დააკვირდება, მზის სრული დაბნელების ონლაინ ტრანსლაციებიც იქნება ხელმისაწვდომი.

რატომ ხდება სრული, ნაწილობრივი და რგოლისებრი დაბნელება?

ყველა მზის დაბნელება ერთნაირი არ არის.

სრული დაბნელებისას მთვარე მზის ხილულ დისკოს მთლიანად ფარავს.

ნაწილობრივი დაბნელებისას მთვარე მზის მხოლოდ ნაწილს ფარავს და მზე ნამგლის ფორმას იღებს.

არსებობს რგოლისებრი დაბნელებაც. მთვარის ორბიტა იდეალურად წრიული არ არის და დედამიწიდან მისი მანძილი იცვლება. როდესაც დაბნელების მომენტში მთვარე შედარებით შორსაა, ცაზე უფრო პატარა ჩანს და მზის დისკოს მთლიანად ვეღარ ფარავს. შედეგად, მთვარის გარშემო მზის კაშკაშა რგოლი რჩება.

ეს ყველაფერი განსხვავდება მთვარის დაბნელებისგან — იქ უკვე დედამიწა ხვდება მზესა და მთვარეს შორის და მისი ჩრდილი მთვარეზე ეცემა.

ყველაზე მნიშვნელოვანი — მზეს ჩვეულებრივი სათვალით არ შეხედოთ

მზის ნაწილობრივი დაბნელების პირდაპირ ყურება ჩვეულებრივი მზის სათვალით უსაფრთხო არ არის. NASA-ს თანახმად, საჭიროა სპეციალური მზის დამცავი სათვალე ან ფილტრი, რომელიც ISO 12312-2 საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. ასეთი ფილტრები ჩვეულებრივ მზის სათვალეებზე ათასობითჯერ მუქია.

კამერაში, ბინოკლში ან ტელესკოპში მზისკენ ყურება ასევე არ შეიძლება მხოლოდ თვალზე გაკეთებული დაბნელების სათვალით — ოპტიკურ მოწყობილობას საკუთარი სპეციალური მზის ფილტრი სჭირდება.გამონაკლისია სრული დაბნელების ძალიან მოკლე მონაკვეთი, როდესაც მთვარე მზის კაშკაშა ზედაპირს მთლიანად ფარავს. მხოლოდ ამ დროს შეიძლება მზის პირდაპირ დანახვა სპეციალური სათვალის გარეშე; როგორც კი მზის უმცირესი ნაწილიც კი გამოჩნდება, თვალის დაცვა კვლავ აუცილებელია.

ვისაც სპეციალური სათვალე არ აქვს, უსაფრთხო ალტერნატივა პროექციის მეთოდია — პატარა ხვრელში გავლილი მზის სხივებით მისი გამოსახულების სხვა ზედაპირზე პროეცირება. NASA აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი ჩვეულებრივ საწურშიც კი მიიღება: მისი მრავალი პატარა ხვრელი დაბნელებული მზის უამრავ პატარა გამოსახულებას ქმნის.

პოპულარული

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო...

უკრაინელებმა დრონებით კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით...

რუსეთის პროკურატურამ პარტია “დროა” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი...

ყველა ამბავი

თბილისში 2 ადამიანი ლიფტში ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა. მოქალაქის ინფორმაციით, გერმანულ ჰოსპიტალთან, კორპუსის ლიფტთან...

მრგვალ ბაღთან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ დიდი ხანია, მარტო დღეს არა, დიდი ხანია, ამ...

აბუ-დაბიში ბუდანოვი იმ რუს გენერალს შეხვდა, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთის ФСБ-ს გენერალ დმიტრი მინაევს შეხვდა. უკრაინული მხარე...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების...

ნიკა გვარამია, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს.მოსამართლემ დარბაზიდან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის შემდეგ თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატი ლედი...

რუსები ამბობენ, რომ დონბასი დაიკავეს, სინამდვილეში ჩვენ კონტროლქვეშაა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს – ზელენსკი

"რუსები თვლიან და ამტკიცებენ, თითქოს უკვე ოკუპირებული აქვთ დონბასის ნახევარი, რომელიც სინამდვილეში ჩვენს კონტროლქვეშაა" -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს. ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის ცნობით, 41 წლის სამხედრო...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში) - 7₾ ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾ 50 000 მბ - 22₾ 9...