თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა. მოქალაქის ინფორმაციით, გერმანულ ჰოსპიტალთან, კორპუსის ლიფტში 2 ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – კორპუსის დატოვების უფლებას მოქალაქეებს არ აძლევენ.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიფტში ცოლ–ქმარი მოკლეს.


