თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი, რომელიც ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
“პირველების” რედაქციას მოქალაქეებიმა მიაწოდეს კადრები, სადაც თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე სისხლიანი გარჩევა და ჯგუფური ჩხუბია გადაღებული.წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს.კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობს. წყარო ამბობს, რომ ვიდეო-მასალაში ჩანან პრეზიდენტის მიერ ორი თვის წინ შეწყალებული გიორგი კაჭკაჭაშვილი, მისი მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი და მისი დაცვის წევრი, თემურ ქათამაძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


