ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ – ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, – ეს განცხადება ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში და აღვნიშნო ამ უმაღლესი დონის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. ჩვენი საპარლამენტო გუნდის სახელით მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ მაღალი დონის ურთიერთობას ვაფასებთ, ვუფრთხილდებით და მზად ვართ ყველა დონეზე ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
ასევე გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს.
ეს წინააღმდეგობები მხოლოდ ცალკეულ კანონებს, ევროკომისიის ანგარიშს ან დიპლომატიურ განცხადებებს არ უკავშირდება. საკითხი გაცილებით ღრმაა და სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული მანდატის მნიშვნელობას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის პრინციპებს ეხება.
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და დემოკრატიული ინსტიტუტები.
ევროკომისიის ბოლო ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის დღევანდელი ინსტიტუტების პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. ანგარიშში წარმოდგენილია ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებები სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
ევროკომისიის ანგარიშში რამდენიმე ფუნდამენტური პოლიტიკური შეკითხვაა, რომელთაც პირდაპირი პასუხი სჭირდება: ვინ იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოში? ვინ განსაზღვრავს ჩვენს კანონებს? და სად გადის პარტნიორობასა და სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას შორის ზღვარი?
ჩვენგან ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ისეთი კანონების გაუქმებას ითხოვენ, როგორიცაა გამჭვირვალობის კანონი, ანტილგბტ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები, მაგრამ ქართველ ხალხს არ ეკითხებიან, სურთ თუ არა ამ კანონების გაუქმება?
საუბრობენ უსამართლოდ დაკავებულებზე – ვინ არიან „უსამართლოდ დაკავებულები”, ვისზეც ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ სისტემური წამების შემოქმედები იყვნენ?! ვინ არიან „სინდისის პატიმრები”, ვინც გარედან მართულ აქციებზე პოლიციელებს ასახიჩრებდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს თავს ესხმოდნენ?! მერაბ კოსტავას სამშობლოში „სინდისის პატიმრის“ წოდებას განსაკუთრებული ისტორიული და მორალური მნიშვნელობა აქვს. მისი გამოყენება ვერ იქნება პოლიტიკური ეტიკეტი, რომელიც მტკიცებულებებს ჩაანაცვლებს.
საქართველოში ექვსი რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ. ჩვენთან გამოხატვის თავისუფლებად ასაღებენ ცეცხლწაკიდებულ პოლიციელებს. საფრანგეთში იგივე ქმედებისთვის მკვლელობის მუხლით იწყებენ გამოძიებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანტისამთავრობო მიტინგებზე იდგნენ თბილისში, დიპლომატიური მისია და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში.
რაზე ვსაუბრობთ? მიზანი ხომ ისედაც ნათელია! მათ არ აწყობთ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებს, მათ სჭირდებათ მათივე ინტერესების გამტარებელი აგენტები, რომლებსაც გააკეთებინებენ ყველაფერს და ქვეყანას კიდევ ერთხელ გახვევენ ომის ქარცეცხლში.
რაც შეეხება მოსამართლეების ე.წ ვეტინგს, ანუ, კითხვაა – ვის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებული მოსამართლეები? მიუღებელია ისეთი მოდელი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ნაცვლად, მის საქმიანობაზე გარედან პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობას შექმნის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პარლამენტის კანონებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებს საბოლოოდ გარედან განსაზღვრავენ, რა რჩება ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუტების უფლებამოსილებიდან?
ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ. დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა. ეს არ არის არჩევანი ევროპასა და საქართველოს შორის.
ეს არის მოთხოვნა, რომ ევროპული მომავალი შენდებოდეს სუვერენულ სახელმწიფოზე და არა მისი უფლებამოსილებების გაუფასურებაზე. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება, სამართლის უზენაესობა და პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოს ევროპული გზა უნდა იყოს ღირსეული, დამოუკიდებელი საქართველოს გზა”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პოპულარული

მაია სანდუ: მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ...

დონალდ ტრამპი: ომის შემდეგ უკრაინას „რამდენადმე განსხვავებული ფორმა“ ექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება. მისი...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი...

ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის – პაპუაშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

"თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა...

თვითმფრინავი, რომლითაც ვუჩიჩის თანამოაზრეები მოსკოვში მიემგზავრებოდნენ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს

თვითმფრინავი, რომლითაც სერბი პოლიტიკოსები, ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თანამოაზრეები,...

ყველა ამბავი

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს - ამ სათაურით აქვეყნებს...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიწერილ წერილში ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მოუწოდა, „სამართლიანი წვლილი“...

პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, ბიზნესმენმა რომელიც პატიმრებს უვარგისი, მატლებიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების მომარაგების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო."პატიმრების...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები შეიყვანა. რა ვიცით რუსეთის დელეგაციის წევრების - ვლადიმირ მედინსკის, სერგეი...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე...

Reuters:რუსული ბოტები საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ვითარების გამწვავებას ცდილობდნენ

როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის თანახმად, რუსული ბოტების ქსელი „მატრიოშკა“ საფრანგეთის მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით...

დედამიწა სულ უფრო სწრაფად თბება და სითბოს დაგროვების ტემპიც მატულობს–ახალი ანგარიში

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწა სითბოს სულ უფრო სწრაფად აგროვებს. 2026 წელი დაკვირვებების ისტორიაში ოთხ ყველაზე ცხელ წელს...

რუსების მიერ, ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის პატიმრობა მიესაჯა

რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს...

დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე – ღარიბაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რითიც  მისი სასამართლო პროცესის დახურვას ეხმაურება."2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი...

 ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს,  ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის  საქართველოში – პაპუაშვილი

ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში - ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს...

ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური – თურნავა ფარცხალაძეზე

"ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური " - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს...

ბრალი წარედგინა მასწავლებელს 30 წლის შემდეგ, 7 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა და დღემდე ბავშვებთან მუშაობს – ბაია პატარაია

საქართველოში პირველი პრეცედენტი გვაქვს: ბრალი წარედგინა მასწავლებელს 30 წლის შემდეგ. 7 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა წლების განმავლობაში და დღემდე...