გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – თქვა სანქცირებულმა და ძებნილმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფის დაფუძნების შესახებ.
“რუსეთის მხარეს იბრძვის ძალიან ბევრი ქართველი. აქედან გამომდინარე, დავაფუძნეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა გუნდმა, ეს გეორგიევსკი, სადაც ქართველებს შეეძლებათ… ძალიან ბევრნი მირეკავენ და ბევრნი მოვიდნენ ბიჭები… სხვადასხვა ბატალიონებიდან. ზოგი უკვე ნაბრძოლი იყო და კონტრაქტი აღარ ჰქონდათ, რომ აი, რაღაი, დაფუძნდა ქართული ბატალიონი, თქვენთან ვიქნებით.
[…]
მე უბრალოდ დავანახე… ყველამ გაიგოს, რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები. […]
[ბატალიონის მდგომარეობა] კარგ დონეზეა და ეს სამხედრო საიდუმლოა… ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა მიდიოდეს.” – განაცხადა ფარცხალაძემ.


