„დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“ — ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შერეული ორთაბრძოლების (MMA) პრომოუტერსა და UFC-ის ხელმძღვანელს, დანა უაიტს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის დაკავება შესთავაზა. ტრამპსა და უაიტს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ზაფხულში UFC-მ თეთრი სახლის გაზონზე მოწყობილ ოქტაგონში ორთაბრძოლა გამართა.

რა დაწერა ტრამპმა და რა უპასუხა უაიტმა

„დანა ისეთი პრესმდივანი იქნება, როგორიც აქამდე არასდროს გვყოლია, — დაწერა ტრამპმა. — დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“

მისი პოსტიდან მაშინვე ვერ გაირკვა, ეს შეთავაზება სერიოზული იყო თუ ხუმრობა.

თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც კეტი ზაქარია ხმაურიანი გადადგომის შედეგად თანამდებობიდან წავიდა. მან ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი კვირა იმუშავა.

ტრამპმა აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რესპუბლიკური პარტია შუალედურ არჩევნებში დამარცხდა და შედეგად აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაკარგა.

უაიტისთვის სამუშაოს შეთავაზებისას ტრამპმა მას „შეუპოვარი მებრძოლი და მეომარი“ უწოდა და დაინტერესდა, შეძლებდა თუ არა UFC-ის ზოგიერთი ცნობილი მებრძოლის სამსახურში ჩართვას, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ არის“.

ტრამპმა, სხვებთან ერთად, რუსი მებრძოლები ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვიც ახსენა.

„ეს ადამიანები გვჭირდება, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და UFC-ის მებრძოლების ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ტრამპის პოსტის შემდეგ უაიტმა ინსტაგრამზე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელზეც ის თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში, პრესმდივნის ტრიბუნასთან დგას.

„შემდეგ ეტაპს ვიწყებ“, — დაწერა მან.

გაურკვეველია, UFC-ის ხელმძღვანელმა ეს სერიოზულად განაცხადა თუ უბრალოდ ტრამპის ხუმრობას აჰყვა.

შაბათს, ლონდონში გამართული კრივის ტურნირის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას უაიტმა განაცხადა, რომ ორშაბათს თეთრ სახლში ტრამპს შეხვდებოდა.

„ისედაც უამრავი საქმე მაქვს“, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

„დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გვექნება განსახილველი“, — დასძინა უაიტმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, აინტერესებდა თუ არა ტრამპის პრესმდივნის თანამდებობის დაკავება.

CNN ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრომოუტერმა უჩვეულო შეთავაზებაზე უარი თქვა, ხოლო ტრამპის ერთ-ერთმა თანაშემწემ ეს შეთავაზება ხუმრობად შეაფასა.

როგორც Reuters აღნიშნავს, თეთრი სახლის პრესსამსახურში უკვე მუშაობს UFC-სთან დაკავშირებული პირი — კომუნიკაციების დირექტორი სტივენ ჩუნი, რომელიც 2013–2016 წლებში უაიტის ორგანიზაციის თანამშრომელი იყო.

წარსულში უაიტს არაერთხელ ჰქონია საკმაოდ აგრესიული რეაქცია იმ ჟურნალისტების არასასიამოვნო შეკითხვებზე, რომლებიც UFC-ის საქმიანობას აშუქებდნენ.

2020 წელს მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ორთაბრძოლების გამართვის შესახებ მისი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენეს.

2009 წელს კი უაიტმა გაავრცელა გაბრაზებული ვიდეომიმართვა, რომლითაც UFC-ის ორთაბრძოლებზე ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილების შესახებ გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა. ვიდეოში მან უცენზურო და ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენა.

ტრამპისა და უაიტის ურთიერთობის ისტორია

დანა უაიტი დიდი ხანია დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და მეგობარია.

2001 წელს მან UFC 2 მილიონ დოლარად შეიძინა, როდესაც ორგანიზაცია სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა.

მანამდე ხუთი წლით ადრე, 1996 წელს, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა შერეულ ორთაბრძოლებს „ადამიანების მამლების ბრძოლა“ უწოდა. ამის შემდეგ სპორტის ეს სახეობა აშშ-ის 36 შტატში აიკრძალა.

„UFC-ის მასპინძლობა არცერთ არენას არ სურდა, — ამბობდა უაიტი 2025 წელს CBS-თან ინტერვიუში. — მისი არავის სჯეროდა. არავის მოსწონდა და ყველას ეშინოდა, რომ ასეთ ღონისძიებებზე არასასურველი აუდიტორია მივიდოდა“.

უაიტის თქმით, სწორედ ტრამპმა გადაარჩინა UFC, როდესაც დათანხმდა, რომ ორთაბრძოლები ატლანტიკ-სიტიში, მის საკუთრებაში არსებულ კაზინო Trump Taj Mahal-ში გამართულიყო. იმ პერიოდში აშშ-ის წამყვანი სპორტული არენები UFC-ის ღონისძიებების მასპინძლობაზე უარს ამბობდნენ.

უაიტი ტრამპის მხარდასაჭერად რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო ყრილობებზე 2016, 2020 და 2024 წლებში გამოდიოდა.

მიმდინარე წლის ივნისში UFC-მ თეთრი სახლის გაზონზე დამონტაჟებულ ოქტაგონში საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართა. ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღნიშვნას მიეძღვნა.

„ჯანდაბა, რა თქმა უნდა! მიდი, დანა უაიტ!“ — ასე გამოეხმაურა სტივენ ჩუნი ტრამპის პოსტს.

პოპულარული

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა, აალდნენ!”- ნინო ნადირაძე

„ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი...

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა დამცველებზე

"5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია" -  განაცხადა  "ქართული...

“ოცნების” ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი – ხიდაშელი კობახიძეზე

"ოცნების" ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი" ...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება...

ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა და ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ  ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება...

ზელენსკის თქმით, ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  მხოლოდ ოქტომბერში რუსეთის არმიის...

საგარეო ევროკომისიის ანგარიშს “ფაქტობრივ უზუსტობებს და მცდარი შეფასებებს” უწოდებს

"ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს...

ყველა ამბავი

ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება....

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა და ძებნილმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფის დაფუძნების შესახებ."რუსეთის...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 მსჯავრდებულს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლებას...