კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა „იესოს შეხვედროდნენ“.

პარასკევს, 6 ნოემბერს, კენიის სასამართლომ მქადაგებელ პოლ მაკენზის 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობისთვის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაკენზის ასევე წარედგინა ბრალდებები ტერორიზმისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლებით. ეს ბრალდებები კიდევ 200-ზე მეტი ადამიანის დაღუპვას უკავშირდება. სხვა სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებშიც მას ბავშვებისადმი სასტიკ მოპყრობასა და წამებაში ედება ბრალი.

2003 წელს მაკენზიმ „კეთილი უწყების საერთაშორისო ეკლესია“ დააარსა. ის მიმდევრებს აქეზებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა „იესოს შეხვედროდნენ“.

მოსამართლის თქმით, 183 ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა, რვა კი მოკლეს

მოსამართლე დიანა კავეძამ განაცხადა, რომ „ძირითადი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“ მაკენზის ეკისრება, რადგან მან თავისი მიმდევრები შორეულ ადგილას გადაასახლა და უბრძანა, სიკვდილამდე ემარხულათ.

განაჩენის გამოცხადებისას კავეძამ აღნიშნა, რომ 183 ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა, კიდევ რვა ადამიანის სიკვდილი კი სასამართლომ უშუალოდ მკვლელობად შეაფასა. მოსამართლემ ამ დანაშაულებს „ცივსისხლიანად და წინასწარი გათვლით ჩადენილი“ უწოდა.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, განაჩენის გამოცხადებისას მაკენზი ხშირად იღიმოდა და თავის თანაშემწეს, პასტორ სმარტ მვაკალამას, ესაუბრებოდა. მვაკალამას 160 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 400-ს აღემატებოდეს

მქადაგებელი 2023 წლის აპრილში უფლებადამცველთა საჩივრების შემდეგ დააკავეს. კენიურმა მედიამ ამ საქმეს „შაკაჰოლას ტყის ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა. სექტის ზოგიერთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ტყეში არაერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

გვამების გაკვეთამ აჩვენა, რომ ბავშვების უმეტესობა შიმშილით გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზებს შორის ასევე იყო „ასფიქსია, კისერზე ზეწოლა და ქალა-ტვინის ტრავმები“. სექტის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა შესაძლოა 400-ს აღემატებოდეს.

პოპულარული

გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და...

ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების „მტაცებელთა სიაში“ მოხვდა

ბიძინა ივანიშვილი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) პრესის თავისუფლების „მტაცებელთა“...

ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა.მას...

ბომბის საფრთხის გამო 4 თვითმფრინავი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ავარიულად დაეშვა

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა...

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა...

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა დამცველებზე

"5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია" -  განაცხადა  "ქართული...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში)...

ყველა ამბავი

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა და ძებნილმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფის დაფუძნების შესახებ."რუსეთის...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 მსჯავრდებულს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლებას...

ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში...

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში დაეშვა

Wizz Air-ის რეისი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ვენეციაში დაეშვა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.საინფორმაციო...

უკრაინის სასამართლომ არახამიას შესაძლო კორუფციულ კავშირებზე გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 ნოემბერს გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის დაავალა, დაარეგისტრიროს ინფორმაცია ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას,...

პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა – ხოშტარია

"პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა"- ასე ეხმაურება  პარტია "დროას" ლიდერი საპატიმროდან, მისი პარტიის, რუსეთის მიერ,?არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადებას."ვიღებ მილოცვებს!პუტინის სისხლიანი...

ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა.მას საპროცესო შეთანხმება 2 ნოემბერს გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა 1...

უკრაინელებმა დრონებით კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს. როგორც  ცნობილია,დარტყმების შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.  პროკურატურა მას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების...