FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ შაბათს, 7 ნოემბერს, წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანულმა გაზეთმა The Financial Times-მა (FT) დაწერა. გამოცემის ცნობით, კანონმდებლები საბიუჯეტო ხარჯების განსაზღვრისა და ზედამხედველობის უფლებამოსილებების გამოყენებას გეგმავენ, რათა გააძლიერონ კიევის მხარდაჭერა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესონ.

კიევის მხარდამჭერებს სურთ, უკრაინას დამატებითი დახმარება უახლოეს მომავალში გაუწიონ და ამისთვის გამოიყენონ იანვრამდე დარჩენილი დრო, სანამ კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას შეუდგება. „ამ პერიოდში ენერგეტიკული დახმარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, — განუცხადა FT-ს წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ კომიტეტში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა.

უკრაინის დახმარება თავდაცვის პოლიტიკის შესახებ კანონის მეშვეობით

სავარაუდოდ, კანონმდებლები შეეცდებიან, კიევისთვის დახმარება გაითვალისწინონ თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ყოველწლიურ კანონში (NDAA), რომელიც კონგრესის მოქმედმა შემადგენლობამ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უნდა მიიღოს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Razom for Ukraine-ის უფროსმა მრჩეველმა მელინდა ჰარინგმა განაცხადა: „ველი, რომ NDAA-ზე მუშაობისას უკრაინის მხარდამჭერები წარადგენენ შესწორებებს, რომლებიც სანქციებს, სადაზვერვო მხარდაჭერას, გადამჭერ რაკეტებს, ასევე Starlink-სა და Starfield-ს შეეხება“.

FT-ის წყაროების ცნობით, კონგრესის ახალ შემადგენლობაში დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იქნება. კანონი სამხრეთ კაროლინის გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელს ატარებს.

დემოკრატებს სანქციების გადახედვა სურთ

ორივე პარტიის ფართო მხარდაჭერით მიღებული კანონი რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. გასულ თვეში ტრამპმა კანონის დებულებებიდან ფართო გამონაკლისი დაუშვა და მოსკოვი დამატებითი სანქციებისგან გაათავისუფლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპი ვლადიმირ პუტინს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეუთანხმდა. გადაწყვეტილება შეთანხმებას დაუყოვნებლივ მოჰყვა.

„გრემის კანონს შევასწორებთ“, — განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ კომიტეტში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, „წელიწად-ნახევარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მცდელობას მოხმარდა, შემდეგ კი ამ სანქციებზე უბრალოდ უარი თქვეს“.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კონგრესის თითოეულ პალატაში ხმების ორი მესამედია საჭირო. რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე დემოკრატებს ამდენი ხმა არ აქვთ.

ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიება

კონგრესის კომიტეტების წარმომადგენლები აპირებენ, გააძლიერონ ზედამხედველობა ილონ მასკის თანამგზავრული კავშირგაბმულობის ქსელ Starlink-ზე, რომლითაც უკრაინა სარგებლობს. გასულ თვეში ქსელის მუშაობა შენელდა, რამაც უკრაინას რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში ხელი შეუშალა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის თქმით, კომიტეტმა მასკს აცნობა, რომ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი უნდა შეინახოს.

კომიტეტი ინფორმაციას სთხოვს პორტებს, ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დიზელის საწვავის მიწოდების თაობაზე ტრამპსა და რუსეთს შორის დადებულ გარიგებაში მონაწილეობდნენ. დემოკრატები ასევე აპირებენ, გამოიყენონ ზედამხედველობისა და მოწმეთა გამოძახების უფლებამოსილებები, რათა გამოიძიონ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხები და პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესინტერესები.

კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის, კომერციული ინტერესების შესწავლა. ორივე მათგანი უკრაინისა და ირანის საკითხებზე მოლაპარაკებებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია.

კიევის რესპუბლიკელი მოკავშირეები კონგრესს ტოვებენ

უკრაინა კონგრესში დიდი ხნის განმავლობაში ორივე პარტიის ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა. თუმცა კიევის მხარდამჭერი ბევრი რესპუბლიკელი, მათ შორის სენატორები ტომ ტილისი, მიჩ მაკკონელი და სიუზან კოლინზი, კონგრესს ტოვებს. ზოგი პენსიაზე გადის, ზოგი კი ადგილს არჩევნებში დამარცხების გამო კარგავს.

ახალი მხარდამჭერების მოძიება გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კონგრესში ხმების ორი მესამედი შეგროვდეს. „რესპუბლიკელებს შორის უკრაინის ახალი მხარდამჭერები უნდა ვიპოვოთ“, — განაცხადა ჰარინგმა.

პოპულარული

კობახიძე ჰერჩინკს “ტრაგიკულ პიროვნებას” უწოდებს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს, "ტრაგიკული...

გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და...

ტრამპის პოლიტიკური კატასტროფა: როგორ და რატომ ჩამოართვეს დემოკრატებმა რესპუბლიკელებს კონტროლი კონგრესზე

დემოკრატებმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და კონგრესის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების...

უკრაინის სასამართლომ არახამიას შესაძლო კორუფციულ კავშირებზე გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 ნოემბერს გენერალურ პროკურორ ანტონ...

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა...

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა დამცველებზე

"5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია" -  განაცხადა  "ქართული...

ყველა ამბავი

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა და ძებნილმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფის დაფუძნების შესახებ."რუსეთის...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 მსჯავრდებულს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლებას...

ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში...

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში დაეშვა

Wizz Air-ის რეისი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ვენეციაში დაეშვა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.საინფორმაციო...